ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში საგუშაგოზე 9 პოლიციელი მოკლეს


პასუხისმგებლლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს

აღმოსავლეთ პაკისტანში ერთ-ერთ ბლოკ პოსტზე შეიარაღებულმა პირებმა 9 პოლიციელი მოკლეს.ეს უკვე მეორე თავდასხმაა, რომელზეც პასუხისმგებლლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს საკუთარ თავზე.

პოლიციის განცხადებით, ხუთშაბათს მოტოციკლზე ამხედრებულმა თავდამხსმელებმა ქალაქ ლაჰორში მდებარე ბლოკ პოსტზე მიიტანეს იერიში.

პოლიციის ვარაუდით, იგივე თავდასხმელები დაესხნენ თავს ორშაბათს პაკისტანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბანაკს და შვიდი უსაფრთხოების თანამშრომელი მოკლეს.

პაკისტანის პოლიციამ, ასევე, იპოვნა შვიდი მაღაროელის ცხედარი, რომლებიც გასულ კვირას ბალუჩისტანის პროვინციიდან გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG