ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არჩევნებია


ეგვიპტეში ორდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. პრეზიდენტის პოსტისთვის სხვებთან ერთად ორი მთავარი კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, აჰმედ შაფიქი და მუსლიმთა საძმოს ლიდერი, მუჰამედ მორსი იბრძვის. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ეგვიპტეში, ელიზაბეტ აროტი იტყობინება, რომ ელექტორატი საარჩევნო უბნებზე ძველებური აქტიურობით აღარ გამოირჩევა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ეგვიპტელებს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. სერიოზული პოლიტიკური სკანდალის მიუხედავად საპრეზიდენტო კანდიდატთა სიები არ შეცვლილა. საქმე იმაშია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვირის დასაწყისში პარლამენტის გადაწყვეტილება შეცვალა. ისლამისტებით დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მთავრობის წევრებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელი შეეშალა. მოსამართლეებმა, რომლებიც მუბარაქის დროს არიან დანიშნულები, აღნიშნეს, რომ საკანონმდებლო დარღვევების გამო მთლიანად პარლამენტიც დასაშლელია. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ყოფილ პრემიერს, აჰმედ შაფიქს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა.

XS
SM
MD
LG