ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შრომის დეპარტამენტის მდივანი თანამდებობიდან გადადგა


Usa-Trump

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შრომის დეპარტამენტის მდივანი ალექს აკოსტა თანამდებობიდან გადადგა.

მაღალჩინოსნის სამსახურიდან წასვლა ჯეფრი ეპსტინის სკანდალს უკავშირდება, რომელიც ნიუ-იორკელი მილიარდერია და ამჟამად ფედერალური კანონების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. აკოსტა 2008 წელს მაიამიში ამერიკის ფედერალური პროკურორი იყო, როცა ეპსტინთან საპროცესო გარიგების მოლაპარაკება აწარმოა. ამ მოლაპარაკების საფუძველზე, ეპსტინმა ფედერალური სასამართლო თავიდან აიცილა, რომელიც არასრულწლოვანი გოგოების სექსუალურ ექსპლუატაციას უკავშირდებოდა და ციხეში მხოლოდ 13 თვე დაჰყო.

აკოსტას გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების დროს, პრეზიდენტი ტრამპი და აკოსტა თეთრი სახლის წინ ერთად იდგნენ. ტრამპის თქმით, აკოსტამ მას დღეს დილით დაურეკა და გადადგომის შესახებ უთხრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG