ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ხმამ მაუწყებლობა 1942 წელს დაიწყო. ეს საერთაშორისო მულტი-მედია სამაუწყებლო ორგანიზაციაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ არის შექმნილი და სათავეში სამაუწყებლო მმართველთა საბჭო უდგას. ამერიკის ხმა კვირაში 1500 საათი მაუწყებლობს და მსოფლიოს მასშტაბით მისი აუდიტორია დაახლოებით 125 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ამერიკის ხმის წესდება

ამერიკის ხმის მაუწყებლობისა და ორგანიზაციის სამუშაო მისიის უზრუნველსაყოფად, 1960 წელს ამერიკის ხმის წესდება შემუშვდა. წესდებისსაფუძველზე, 1976 წლის 12 ივლისს პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა ხელი მოაწერა სპეციალურ კანონს, რომელიც ამბობს:

შეერთებული შტატების გრძელვადიან ინტერესთა სფეროში შედის მსოფლიოს მოსახლეობას რადიოს საშუალებით გადასცეს საკუთარიპოზიცია. საკუთარი მისიის განსახორციელებლად, ამერიკის ხმამ აუდიტორიის ყურადღება და მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ამერიკის ხმის მაუწყებლობა შემდეგ პრინციპებს ემყარება:

1. ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდო და სარწმუნო წყარო უნდა იქნება. ინფორმაცია, რომელსაც ამერიკის ხმა გადასცემს, ზუსტი, ობიექტური და ყოვლისმომცველი იქნება.

2. ამერიკის ხმის საშუალებით წარმოდგენილი უნდა იყოს ამერიკის საზოგადოება და არა მისი რომელიმე ერთი ნაწილი. შესაბამისად, მაუწყებლობამ უნდა უზრუნველყოს ამერიკული ორგანიზაციებისა და საზოგადოების აბალანსებული და სრულყოფილი ასახვა.

3. შეერთებული შტატების პოლიტიკას ამერიკის ხმა წარადგენს მკაფიოდ და ეფექტურად და ასევე, უზრუნველყოფს აუდიტორიისთვის ამ პოლიტიკასთან დაკავშირებულკონსტრუქციულდისკუსისა და თვალსაზრის მიწოდებას.

(სახელმწიფო კანონი 94-350)

XS
SM
MD
LG