ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობა

გამოყენების პირობები და პერსონალური ინფორმაცია

ჩვენ არ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას თქვენს შესახებ, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს თუ თქვენ ამას არ მოისურვებთ.

*შეგროვებული და ავტომატურად შენახული ინფორმაცია*

თუ თქვენ არაფერს აკეთებთ თქვენი ვიზიტის დროს გარდა ჩვენი ვებგვერდის დათვალიერებისა, წაიკითხავთ ან ჩაიწერთ ინფორმაციას, ჩვენ ავტომატურად შევაგროვებთ და შევინახავთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი ვიზიტის შესახებ. ეს ინფორმაცია არ დაადეგენს თქვენს პირადობას. ჩვენ ავტომატურად შევაგროვებთ და შევინახავთ თქვენი ვიზიტის შესახებ მხოლოდ შემდეგ ინფორმაციას:

ინტერნეტ დომენი (მაგ."xcompany.com", თუ იყენებთ ინტერნეტ ექსესის პირად ანგარიშს ან "yourschool.edu" თუ ჩართული ხართ უნივერსიტეტის დომენიდან) და ინტერნეტ პროვაიდერის მისამართი (ეს არის ნომერი, რომელიც ავტომატურად მიენიჭება თქვენს კომპიუტერს, როდესაც თქვენ ათვალიერებთ ვებგვერდს), საიდანაც თქვენ შედიხართ ვებგვერდზე.

ჩვენს საიტზე შესასვლელი ბრაუზერის და ოპერატიული სისტემის ტიპი;

ჩვენს საიტზე შესვლის თარიღი და დრო;

თქვენს მიერ დათვალიერებული გვერდები;

თუ ჩვენს ვებგვერდს სხვა ვებგვერდით უკავშირდებით, ამ უკანასკნელის მისამართი;

თუ გვიგზავნით თქვენს პირად ინფორმაციას

თუ მოისურვებთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვნს შესახებ ელექტრონული ფოსტით ან შეავსოთ სპეციალური ფორმა და მოგვაწოდოთი ის ვებგვერდის მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ გიპასუხოთ და მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ არ ვიყენებთ ამ ინფორმაციას სხვა რაიმე მიზნებისთვის. უფრო მეტიც, ჩვენ არ ვქმნით ინდივიდუალურ პროფილებს თქვნს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არ ვაძლევთ მას სხვა რომელიმე კერძო ორგანიზაციას. არ ვაგროვებთ ასევე ინფორმაციას კომერციული მარკეტინგისთვის.

ჩვენ უნდა მივაწოდოთ თქვენი ელექტრონული ფოსტა სხვა ფედერალურ სამთავრობო უწყებას იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ეხება ამ უწყებას ან თუ ეს კანონით არის განპირობებული. გარდა ამისა, გავცემთ დოკუმენტაციას ელექტრონული ფოსტის ჩათვლით, თუ ჩვენ მოგვეთხოვება ამის გაკეთება ან თუ ამას მოითხოვს კონგრესის ან სასამართლოს უწყება.

კონტროლის და მოდიფიცირებისთვის შეგროვილი ინფორმაცია (Cookies)

“Cookies” არის მცირე ზომის ფაილი, რომელიც ვებგვერდს გადააქვს თქვენს კომპიუტერზე იმისათვის, რომ მან შესძლოს გარკვეული ინფორმაციის დამახსოვრება თქვენი ვებგვერდზე ყოფნის დროს. თქვენი კომპიუტერი გაუზიარებს მხოლოდ ქუკიში მოცემულ ინფორმაციას იმ ვებგვერდს, რომელმაც ის მიაწოდა და არცერთ სხვა ვებგვერდს არ შეუძლია მოითხოვოს ის. არსებობს ქუკის ორი ტიპი: სესიის და მუდმივი.

სესიის ქუკი გრძელდება მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც არის თქვენი ვებ ბრაუზერი ღია. როგორც კი ის დაიხურება, ქუკი ქრება. მუდმივი ქუკი ინახავს ინფორმაციას თქვენს კომპიუტერზე ხანგრლივი დროის განმავლობაში.

"ამერიკის ხმის" ვებ-გვერდებმა შეიძლება გამოიყენოს სესიის ქუკი ისეთი ტექნიკური მიზნებისთვის, როგორიცაა საიტზე უკეთესი ნავიგაციის უზრუნველყოფა ან თქვენს მიერ პარამეტრების რედაქტირების შესაძლებლობა საიტთან სამუშაოდ. "ამერიკის ხმის" ვებ-გვერდზე შეიძლება გამოყენებული იქნას ასევე მუდმივი ქუკი თქვენს დასამახსოვრებლად ვიზიტებს შორის იმისთვის, რომ მაგალითად, თქვენ შესძლოთ თქვენს მიერ მოდიფიცირებული პარამეტრების განლაგების შენახვა მომავალი ვიზიტებისთვის. ამას ახორციელებს "ამერიკის ხმის" ყოველი საიტი, რომელიც იყენებს მუდმივ ქუკის.

საბოლოოდ, თქვენი პირადი ინფორმაცია, იქნება ის დაგროვილი მუდმივ ქუკიში თუ სადმე სხვაგან, არ გადაეცემა მესამე მხარეს, თუ მას არ ექნება მისი მოპოვების უფლება. თუ თქვენ არ გსურთ გქონდეთ სესია ან მუდმივი ქუკი თქვენს კომპიუტერში, შეგიძლიათ გამორთოთ ისინი თქვენს ბრაუზერში.

თუმცა, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს "ამერიკის ხმის" ზოგიერთი ვებ-გვერდის ფუნქციონირებაზე.

ახსნა-განმარტებითი შენიშვნა

ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ გარე საიტებს, რომლებიც დაგვეხმარება ჩვენი მისიის შესრულებაში ან ახალი ამბების გადაცემის ილუსტრირებაში. გარე სერვერებთან კავშირი არ გულისხმობს მასში გამოხატული "ამერიკის ხმის" რაიმე ოფციალური აზრის ან მოსაზრების მხარდაჭერას და არც ასეთი საიტები იძლევა მოწოდებული ინფორმაციის სინამდვილის გარანტიას. კავშირი კომერციულ საიტებთან არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს რომელიმე ფირმის პროდუქციის ან მომსახურების მხარდაჭერას. კავშირები დამყარებული იქნება პროფესიული დონის გარე სერვერებთან (ანუ ისეთებთან, რომლებიც მთლიანად ოპერატიულია, მიღწევადია უმეტეს დროს, არ იყენებს არასწორ ინფორმაციას ან პორნოგრაფიულ გრაფიკას და სხვა). ეს სერვერი არ დაამყარებს კავშირს იმ გარე სერვერთან, თუ აღმოჩნდება, რომ ის ოფიციალურად მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიისთვის ფინანსების შეგროვების ან მისი პროგრამის ლობირების მცდელობას.

"ამერიკის ხმა" არ მაუწყებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი პროგრამები განკუთვნილია უცხოური აუდიტორიისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვებსაიტიც.

მსგავსი სახელწოდების და სიგნალების მქონე შიდა ამერიკული სამაუწყებლო ორგანიზაციები არ არიან დაკავშირებული ამ საერთაშორისო სამაუწყებლო სააგენტოსთან ან VOANews.com.-თან.

შესწორებები

VOANews.com შეცდომებს შემდეგი სახით ასწორებს: თუ შეცდომა უმნიშვნელოა და არ ცვლის ფაქტებს ან მოვლენის შინაარსს, ჩვენ მას უბრალოდ ვასწორებთ. თუ შეცდომა მნიშვნელოვანია ან ეხება რეალურ ფაქტებს, ჩვენ მას ვცვლით, ვღნიშნავთ ვარსკვლავით (*) და ტექსტის ბოლოს ვაკეთებთ შენიშვნას თუ როდის შესწორდა ის და რა სახის შეცდომა იყო დაშვებული. საგანგებო ახალი ამბების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება სტატიის ტექსტი რამდენიმეჯერ შევცვალოთ მოვლენის განვითარების მსვლელობაში.

ახალი ამბების გადაუდებლობის და დროის სიმცირის გამო, ჩვენ არ მიუთითებთ ყოველ ვარიანტში გაკეთებულ ზუსტ ცვლილებებს, ვინაიდან ვთვლით, რომ ეს ისედაც გასაგები უნდა იყოს განვითარებადი მოვლენის აღწერისთვის.

წესები კომენტარების გაკეთებისას

ყველა შენიშვნა განხილული იქნება ჩაწერამდე. "ამერიკის ხმა" ყველანაირად ეცდება განიხილოს და ჩაიწეროს შენიშვნები 48 საათის განმავლობაში, ჩვეულებრივ, ეს ხდება უფრო ნაკლებ დროში.

"ამერიკის ხმა" მხარს უჭერს შინაარსიან დისკუსიას და არ აკეთებს ცენზურას შენიშვნებზე იდეოლოგიური ან პოლიტიკური თვალსაზრისის საფუძველზე. "ამერიკის ხმა" არ აკეთებს შენიშვნების რედაქტირებას - ჩვენ მათ ვიწერთ ან არა.

ყველა შენიშვნის დროს უნდა იქნას დაცული შემდეგი წესები:

შენიშვნა უნდა ეხებოდეს მოცემულ თემას.

არავითარი უშვერი, უხამსი, ვულგარული, ზიზღის გამომხატველი გამოთქმები.

არავითარი პირადი კრიტიკა. არავითარი აღგზნებული საუბარი ან ძალადობისკენ მოწოდება.

სასურველია მხოლოდ მარტივი ტექსტი. არავითარი html ან სხვა კოდი.

განცხადება საავტორო უფლებებზე

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მასალა, რომელიც გამოქვეყნებულია "ამერიკის ხმის" მიერ ან დაუკავშირდეთ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ნებისმიერ ვებ-გვერდს, რომელიც გამოქვეყნებულია "ამერიკის ხმის" მიერ. ნებართვა არ არის აუცილებელი. თუ თქვენ გსურთ კავშირი "ამერიკის ხმის" რომელიმე ვებგვერდთან, გამოაგზავნეთ თქვენი მოთხოვნა შემდეგ მისამართზე: askvoa@voanews.com<mailto:askvoa@voanews.com

მოთხოვნა ამერიკის ხმის ნებისმიერ მასალაზე უნდა იქნას გაგზავნილი მისამართით: voanews.com, Voice of America, ან VOA, ჩვენი თხოვნა კი იქნება არ გაუკეთოთ ადაპტირება და რედაქტირება "ამერიკის ხმის" არცერთ მასალას, რომელიც თქვენ შეიძლება გამოიყენოთ.

ყველა ტექსტური, აუდიო და ვიდეო მასალა, შექმნილი მხოლოდ "ამერიკის ხმის" მიერ, წარმოადგენს საზოგადოებრივ დომენს. თუმცა, ზოგიერთი გამოსახულება და გრაფიკული მასალა ლიცენზირებულია გამოსაყენებლად და დაცულია საავტორო კანონმდებლობით. იხილეთ ქვემოთ გარკვეული შეზღუდვები.

Associated Press (AP): "ამერიკის ხმას" მიღებული აქვს ლიცენზია ასოშიეტედ პრესისგან AP-ის ფოტოების და გრაფიკული მასალის გამოყენებაზე, რომელზედაც მას აქვს საავტორო უფლება, აქედან გამომდინარე,ეს მასალები წარმოადგენს ასოშიეიტედ პრესის საკუთრებას და არ შეიძლება მისი კოპირება, გამოქვეყნება ან გავრცელება ასოშიეიტედ პრესისგან წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე. ასოშიეიტედ პრესის ტექსტური, ფოტო, გრაფიკული, აუდიო და/ან ვიდეო მასალა არ უნდა გამოქვეყნდეს, გადაიცეს, გადაიწეროს სამაუწყებლოდ, გამოსაქვეყნებლად ან გასავრცელებლად პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით არცერთი მედიის მიერ. არცერთი ასოშიეიტედ პრესის ეს მასალა ან მისი რაიმე ნაწილი არ შეიძლება შენახულ იქნას კომპიუტერში, პერსონალური და არაკომერციული გამოყენების გარდა. ასოშიეიტედ პრესი არ იღებს ვალდებულებას არცერთ შემთხვევაში მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე მხარის, ან სხვა რომელიმე პირის წინაშე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ინფორმაცია სერვისშირაიმე შეფერხებისთვის, უზუსტობისთვის, შეცდომებისთვის ან მთელი მასალის ან მისი ნაწილის ტრანსლირებაში, მიწოდებაში ან შესაძლო დაზიანებებისთვის

"ამერიკის ხმა” და “voanews.com" წარმოადგენს სამარკო ნიშნებს, რომელთა გამოყენება კომერციული მიზნებისთვის აკრძალულია სპეციალური ნებართვის გარეშე. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ voanews.com -ის პიქტოგრამული ლოგო თუ გსურთ შექმნათ ლინკი voanews.com-ის ვებგვერდთან თქვენს საკუთარ გვერდზე.

XS
SM
MD
LG