ამერიკულ სკოლებში თანაგრძნობას ასწავლიან
ძალადობისა და ბულინგის აღსაკვეთად ამერიკელი მასწავლებლები სასწავლო პროგრამაში ახალ გაკვეთილს რთავენ. ეს უცნაური კლასი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს სოციალურ-ემოციურ უნარ-ჩვევებს უვითარებს, რაც მეცნიერების აზრით, მოგვიანებით თანაგრძნობით სავსე, მზრუნველი ზრდასრულის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.