ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013

ახალი ამბები

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრა

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრა
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრა
ტექსტის ზომა - +
ვაშინგტონი

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრებისას ვაშინგტონში, რომლებიც ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ყოველი წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე იმართება, წელს განსახილველი ბევრია.

გაუთვალისწინებელი გარემოებები, მათ შორის დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში, რამაც ბირთვულ რადიაციის გავრცელების საშიშროება შექმნა, ისევე როგორც მიმდინარე არეულობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში-მიმდინარე კვირას დაგეგმილი შეხვედრებისას მთავარი თემები იქნება.

ვაშინგტონში მდებარე საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მარკ ნოლანი მოსალოდნელი შეხვედრების შესახებ ასეთ პროგნოზს აკეთებს:

ნოლანი: „მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრაზე, მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს დიდი ყურადღება დაეთმობა, სწორედ იმიტომ, რომ მიმდინარე მოვლენები არამხოლოდ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ყოფისთვის არის კრიტიკული მნიშვნელობის, არამედ არსებობს მათი გლობალური გავლენის საფრთხე.“

კრიტიკული მნიშვნელობის არის ნავთობის ფასების ზრდა და ამ მოვლენის პოტენციური გავლენა ახალ გლობალურ ეკონომიკურ დაღმასვლაზე.  მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა, ექსპერტების პროგნოზების თანახმად, წელს ზომიერი ტემპით გაიზრდება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაური დომინიკ სტრაუს კანი ამბობს, რომ პოსტ კრიზისული გაჯანსაღება არათანაბარია და ჩინეთისა და სხვა მზარდი ეკონომიკის ქვეყნები უფრო სწრაფად იზრდებიან ვიდრე დასავლეთის სახელმწფოები.

სტრაუს კანი: „იაპონიის მიღმა, მომავალ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი იქნება ევროპულ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა. ზოგი ამ ქვეყნებს შორის, ნამდვილად გზაჯვარედინზე იმყოფება მზარდი ვალისა და ფინანსურ სექტორში არსებული პრობლემების გამო.“

შეხვედრებამდე ადრე, პორტუგალია, რომელიც ევროზონის ერთერთი უღარიბესი ქვეყანაა, ახლა ევროკავშირის მესამე სახელმწიფოა, რომელიც ფინანსური დახმარების პაკეტს ითხოვს ვალისგან თავის დასახსნელად.  ეკონომისტები აცხადებენ, რომ პორტუგალიის მაგალითს შესაძლოა სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ.

სტრაუს კანი ირწმუნება, რომ არსებული გამოწვევები კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას მოითხოვს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებს შორის.

სთრაუს კანი: „ იმპულსი და ერთად მუშაობის სურვილი დღესაც არსებობს, მაგრამ არა ისეთი ინტენსიური, როგორც ორი წლის წინ.  ეს ფაქტი მე ძალიან მაღელვებს, რამეთუ თანამშრომლობა ახლა ნამდვილად გვჭირდება.“

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზელიკი ახალ ეგრეთწოდებულ სოციალურ კონტრაქტს გვთავაზობს, რომელიც გლობალური პოლიტიკის გავლენას შეისწავლის თითოეულ მოქალაქეზე.

ზელიკი: „ჩვენი გზავნილი  მომხმარებლის მიმართ, მათი ქვყნების პოლიტიკური სისტემის მიუხედავად, არის მესიჯი, რომ ეს ქვეყნები ვერ მიაღწევენ წარმატებულ განვითარებას კარგი მმართველობისა და მოქალაქეების ჩართულობის გარეშე.“

პეტერსონის ინსტიტუტის ექსპერტი მარკ ნოლანი სავალუტო ფონდსა და  მსოფლიო ბანკს შემდეგ შენიშვნებს და რეკომენდაციებს აძლევს:

ნოლანი: „ამ ორგანიზაციებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ უნდა გააკეთონ.  განსაკუთრებით სავალუტო ფონდმა, უნდა გააგრძელოს მუშაობა რომელიც მან სეულში დიდი ოცელუის უმაღლესი დონის შეხვედრისას წამოადგინა. ამ აღებული გზით, ქვეყნებმა შიდა რეფორმები უნდა გააგრძელონ მმართველობის კუთხით, ისევე როგორც ყველაფერი გააკეთონ გლობალური ფინანსური სისტემის გაძლიერების მიზნით.  აქ განსაკუთრებით საგულისხმოა თუ რა ზომებს გაატარებენ სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნები  ფინანსურ კრიზისზე რეაგირების კუთხით.“

ზელიკი ამბობს, რომ ქვეყნების უმოქმედობა ისევე როგორც ცუდი გადაწყვეტილებების მიღება დიდ რისკს უქმნის გლობალურ ეკონომიკას.  იგი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს  დაუყოვნებლივ გაატარონ რეფორმები, რაც პირველ რიგში უმუშევრობას შეამცირებს და ამასთან ერთად, გრძელვადიანი სტრატეგიების განვითარებას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი როგორც მოსალოდნელია მომავალი შეხვედრებისას ხაზს გაუსვამს მარეგულირებელი რეფორმების მნიშვნელობას გლობალური ფინანსური სტაბილურობის გასაუმჯობესებლად და მდიდარ და უღარიბეს ფენებს შორის არსებული საშემოსავლო ნაპრალის შესამცირებლად.

 

 

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.