პარასკევი, 24 მაისი, 2013

დანარჩენი მსოფლიო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიში

ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, დედამიწაზე სიკვდილის შემთხვევების ორი მესამედის გამომწვევი მიზეზი გულის დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნე, დიაბეტი და სხვა არაგადამდები დაავადებებია. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლიზა შლეინი ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენების დეტალებს ჟენევადან არკვევდა.

არაგადამდები დაავადებები მხოლოდ მდიდარი ქვეყნების პრობლემა არ არის. კვლევაში ნათქვამია, რომ სიკვდილის შემთხვევები 70 წლამდე ასაკის ადამიანებში ღარიბ ქვეყნებშიც გაზრდილია. მიზეზები ძირითად შემთხვევებში გულსისხლძარღვთა დაავადებები და ავთვისებიანი სიმსივნეა. კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიშო სამი მოზრდილი ადამიანიდან ერთს სისხლის წნევა აწუხებს. მოხსენების მიხედვით, ერთერთი პრობლემა დიაგნოზის გარეშე ცხოვრებაა. შესაბამისად ისინი არ მკურნალობენ ადგილობრივ დონეზე, რაც ხელს უწყობს ადრეულ ასაკში სიკვდილს.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორი ტიეს ბოერმა აცხადებს, რომ ქრონიკული დაავადებების გამომწვევი რისკფაქტორები მთელ მსოფლიოში საერთოა.

„რასაკვირველია მათ შორის ყველაზე კარგად ცნობილია თამბაქო. სისხლის წნევის მომატება მთელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელია. თუმცა, ეს მაჩვენებელი იკლებს მდიდარ ქვეყნებში, მაშინ როდესაც ღარიბ ქვეყნებში კლების ნიშნები არ არის. რისკ-ფაქტორების კიდევ ერთი ჯგუფი ფიზიკური უმოძრაობა და უხარისხო კვებაა. კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია, მსოფლიოში სიმსუქნის ეპიდემიაზე,“ - ამბობს ბოერმა.

სიმსუქნის პრობლემა 1980-დან 2008 წლებში საკმაოდ გამწვავდა და ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის 12 პროცენტს აღწევს.  სიმსუქნის მაღალი დონით ამერიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი გამოირჩევა. ამასთანავე, კვლევის თანახმად, სიმსუქნის ხვედრითი წილი უფრო მეტად ქალებზე მოდის ვიდრე მამაკაცებზე. მოხსენებაში ყურადღება ბავშვებზეცაა გამახვილებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1990-იან წელბთან შედარებით ხუთი მილიონი ბავშვით ნაკლებია დაღუპული დიარეის, წითელას და პნევმონიის დიაგნოზით. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებლი მშობიარე დედებშიც.

 

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.