ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

კინგი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

პოლიცილების მიერ კინგის სასტიკი ცემის ფაქტმა და ვიდეო მასალამ ლოს ანჯელესში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

Rodney King poses for a portrait after a book signing of his book " The Riot Within: My Journey from Rebellion to Redemption " in New York April 24, 2012.Rodney King poses for a portrait after a book signing of his book " The Riot Within: My Journey from Rebellion to Redemption " in New York April 24, 2012.
x
Rodney King poses for a portrait after a book signing of his book " The Riot Within: My Journey from Rebellion to Redemption " in New York April 24, 2012.
Rodney King poses for a portrait after a book signing of his book " The Riot Within: My Journey from Rebellion to Redemption " in New York April 24, 2012.
ტექსტის ზომა - +

კვირას, ლოს ანჯელესში, 1990-იან წლებში მომხდარი ძალადობის გამომწვევი ისტორიის მთავარი გმირი-როდნი კინგი საკუთარ აუზში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 47 წლის იყო.  კინგი მსოფლიოს კარგად ახსოვს ლოს ანჯელესში დაწყებული ხმაურიანი გამოსვლების და ძალადობის მიზეზად.
 

კალიფორნიის პოლიციის განცხადებით, კინგი უგონოდ წყლის ფსკერზე აღმოაჩინეს.

როდნი კინგი რასობრივი დაპირისპირების სიმბოლო გახდა მას შემდეგ, რაც 1991 წელს პოლიციის მიერ მისი სასტიკი ცემის ამსახველი ვიდეო მასალა ამერიკელმა საზოგადოებამ ნახა.
 

ძალადობის და ძალის გადაჭარბებით გამოყენების გამო, ინციდენტში მონაწილე 4 პოლიციელი გაასამართლეს.
 

ეჭვმიტანილთა გამართლებამ ლოს ანჯელესის მასშტაბით 6 დღის განმავლობაში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს და ძარცვას მისცა დასაბამი.  არეულობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. ქონებას კი მილიონობით დოლარის ზარალი მიადგა.

კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.