შაბათი, 25 ოქტომბერი, 2014

საქართველო

„სამედიცინო ომი“ სოხუმსა და თბილისს შორის

სოხუმმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა აკრძალა

Elaria BagateliaElaria Bagatelia
x
Elaria Bagatelia
Elaria Bagatelia
ზაზა წულაძე
აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ გასულ პარასკევს, აფხაზეთის დე-ფაქრო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ოფიციალური დირექტივა მისცა, არ გააგზავნონ პაციენტები სამკურნალოდ მდინარე ენგურს გაღმა, იქ, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.  თუ აქამდე, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ არ შეუძლია ხელი შეუშალოს იმ პაციენტებს, რომლებსაც თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში  სურთ მკურნალობა. დღეს ვითარება კარდინალურდა შეიცვალა. სეპარატისტული სოხუმის გაღიზიანება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ უფასო მკურნალობის შესაძლებლობას ნეიტრალური პასპორტების საკითხი მიაბა. ოკუპაციის ზონაში მცხოვრებლებს ენგურს აქეთ სამედინო მომსახურების მიღება აქამდეც უფასოდ შეეძლოთ,  თუმცა ნეიტრალური პასპორტის აღების შემთხვევაში, პაციენტს კიდევ უფრო მრავალმხრივი მომსახურების მიღება შეეძლება. აფხაზეთის დევნილი მთავრობა ზუსტ სტატისტიკას, თუ ოკუპაციის ზონიდან რამდენმა ადამიანმა მიიღო სამედიცინო დახმარება  არ ფლობს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ ეს ციფრი სამი ათასს აჭარბებს.   აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავჯდომარე გიორგი ბარამია ამბობს
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, ისე დანარჩენ საქართველოში. ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მათ ეთნიკურ წარმომალობას, ისინი ყველანი საქართველოს შვილები არიან და ჩვენ მომავალშიც დავეხმარებით მათ.“
დღეისათვის თბილისის შიდსის ცენტრში რვა ეთნიკური აფხაზი მკურნალობს, სულ 2003 წლიდან კი შიდსის ცენტრში აფხაზეთიდან 300-მდე შიდსით დაავადებულ პაციენტს  უმკურნალეს.  ცნობილია, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა კლინიკებს 500-მდე ეთნიკურმა აფხაზმა მიმართა, მათ შორის 200-ზე მეტმა ზუგდიდის საავადმყოფოს. ბოლოს თბილისში გულის ოპერაცია 11 წლის ტყვარჩელელ იანა ინაფბას გაუკეთეს. ყველაზე გახმაურებული ისტორია კი  აფხაზ ახალშობილს ელარია ბაგათელიას (ფოტოზე) ეხება. გულის მანკით თბილისის ჯოენის კლინიკაში ახალშობილი მაშინ გადმოიყვანეს როცა, მხოლოდ 8 დღის იყო. ელერიამ და მისმა მშობლებმა თბილისში ექვსი თვე გაატარეს და ურთულესი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, სრულიად გამოჯამრთელებული ელარია  ენგურის ხიდის გავლით მშობლიურ გაგრაში დაბრუნდა. ელარიას მშობლებმა ქართველ ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა მანანა ანუამ კი გაიხსენა, თუ რა ემოციით დატოვა თბილისი ელარიას 19 წლის დედამ.
ელარიას მამა: „მადლობას ვუხდი მთლიანად მთავრობას, ექიმებს, გაწეული დახმარებისთვის სიტყვებით ვერ გამოვხატან ჩემს სიხარულს, მადლობა ყველას!“.
ელარიას დედა: „ექიმებმა კოლოსარული სამუშაოა გასწიეს რომ ჩემი შვილი გადაერჩინათ. დღე და ღამე იბრძოდნენ მის დასახმარებლად, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დაგვეხმარა.“ 
მანანა ანუა: „ბავშვის დედა იყო 19 წლის, მას არანაირი შეხება არ ჰქონია ქართველებთან  და ეს იყო მისთვის ასეთი პირველი კონტაქტი. თავად თქვა, რომ არის აღფრთოვანებული და საერთოდ სულ სხვა წარმოდგენა შეექნა ქართველებზე.“
 თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების მიზანშეწონილობის  შესახებ დისკუსია სოხუმმა აპრილში წამოიწყო. მაშინ, თბილისის ერთ-ერთი კლინიკაში, აფხაზი ომის ვეტერანი გარდაიცვალა. აფხაზთა დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში პირადად გამოახმაურა ამ ფაქტს და უშიშროების საბჭოზე, თბილისში მკურნალობის მომხრე და მოწინააღმდეგეები შეკრიბა. „ჩვენ არ ვიმყოფებით ქართული მედიცინის ტყვეობაში“ - თქვა ბაღაფშმა და ოპონენტებს რუსეთის ჯანდაცვის სისტემასთან უფრო  მჭიდრო ურთიერთობა შესთავაზა. ეს დისკუსია საბოლოოდ დე ფაქტო პრემიერ ლაკერბაიას მითითებით დასრულდა, რომ ენგურს გაღმა სამკურნალოდ პაციენტები აღარ გააგზავნონ. ოკუპირებული ტერიტორიიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ამბობს
„აი, აქ ჩანს რუსული საოკუპაციო ძალების სახე. მათ არ უნდათ ანახონ იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას, იგივე აფხაზებს, ქართველებს.. თუ რა ხდება ჩვენთან, როგორ ეხმარებიან პაციენტებს.“
ჯერჯერობით უცნობია, რა მექანიზმებით შეეწინააღმდეგება სეპარატისტული სოხუმი ენგურს გამოღმა სამკურნალოდ გადმოსვლას. ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს თავად ოკუპაციის ზონაში ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაცია. ამ მიზნით, აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანმრთელობის მინისტრმა ზურაბ მარშანმა გასულ კვირას რუსულ კომპანიებთან 35 მილიონი რუსული რუბლის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. აფხაზი ექნიმები თანამედროვე სამედცინო აპარატურას უახლოეს მომავალში ელოდებიან.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 19 ოქტომბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ქარიშხალი, რომელმაც დედამიწაზე ელექტრო ენერგია შეიძლება 2 წლით გათიშოს - ვართ თუ არა მზად სოლარული სუპერსტორმისთვის; ნორვეგია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლების კონკურსს გაეთიშა. რომელი ორი კანდიდატი დარჩა კონკურსში?


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.