ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვატიკანის განცხადება დევისთან დაკავშირებით


"პაპი ქალბატონი დევისის სიტუაციის დეტალებზე არ საუბრობს და მასთან შეხვედრა არ უნდა იყოს განხილული, როგორც მისი პოზიციის მხარდაჭერა" - აცხადებს ვატიკანი

დღეს ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვატიკანმა საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლითაც დასტურდება, რომ გასულ კვირას რომის პაპი კიმ დევისს შეხვდა. დევისი კენტუკის შტატში მდებარე როვანის ოლქის მდივანია. მან გეი წყვილის ქორწინების მოწმობის გაფორმებაზე რელიგიური მოსაზრებით უარის თქმის გამო, 5 დღე პატიმრობაში გაატარა. დევისი ვაშინგტონში ორგანიზაციის -ოჯახის კვლევის საბჭო- მიწვევით იმყოფებოდა, რომელმაც მას სპეციალური ჯილდო გადასცა.

ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპი ფრანცისკე შეერთებულ შტატებში ვიზიტის განმავლობაში ვაშინგტონში მდებარე ვატიკანის საელჩოში ათეულობით ადამიანს შეხვდა. “ეს პაპისთვის დამახასიათებელი სიკეთით არის განპირობებული... პაპი ქალბატონი დევისის სიტუაციის დეტალებზე არ საუბრობს და მასთან შეხვედრა არ უნდა იყოს განხილული, როგორც მისი პოზიციის მხარდაჭერა, არც რომელიმე კონკრეტული კუთხით და არც სრული ასპექტით” - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG