ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013

აშშ

აშშ-ში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია

ბოლო 42 თვეა უმუშევრობა ამერიკაში 8 პროცენტს აღწევს

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
ორი ახლადგამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკის დასაქმების და მშენებლობის ინდუსტრიებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ არასახარბიელო ინფორმაცია ვრცელდება.

ხუთშაბათს ამერიკის მთავრობამ განაცხადა, რომ უმუშევართა დახმარება გასულ კვირასთან შედარებით ორი ათასით მეტმა ადამიანმა მოითხოვა და ახლა მათი რაოდენობა 366, 000 შეადგენს.  ბოლო 42 თვეა რაც უმუშევრობა ამერიკაში 8 პროცენტს აღწევს, თუმცა ეკონომისტები ფიქრობენ, რომ  სახელმწიფო დახმარების მაძიებელთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს არ აღწევს.

პარალელურად გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ივლისში ახალი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების მშენებლობა ერთი პროცენტით დავარდა  თუმცა ახალ საცხოვრებლებზე გაცემული ნებართვები საკმაოდ მაღალია და 812, 000 უტოლდება.  ეს ციფრი, თავის მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.