ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ახალი სანქციებისთვის მზად არის


რუსეთი უკრაინაში კარგად ორკესტრირებული უწესრიგობის და საბოტაჟის პროფესიონალურად მომზადებულ კამპანიას აწარმოებს

ამერიკა ახალი სანქციებისთვის მზად არის
რუსეთი უკრაინაში კარგად ორკესტრირებული უწესრიგობის და საბოტაჟის პროფესიონალურად მომზადებულ კამპანიას აწარმოებს


შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებაზე ის შეეცდება რუსეთის მხრიდან სიტუაციის დეესკალაციის ნებისმიერი მცდელობის ნიშნები დაინახოს. უკრაინაში გამწვავებულ კრიზისთან დაკავშირებით, დღეს ჟენევაში ოთხმხრივი შეხვედრა იმართება. მასში მონაწილეობას შეერთებული შტატების, ევროკავშირის, რუსეთის და უკრაინის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები იღებენ. თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯეი კარნი აცხადებს, რომ ამერიკა მზად არის რუსეთს ახალი სანქციები დააკისროს.

ოთხშაბათს, ტელეკომპანია „სი-ბი-ესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ უკრაინის დესტაბილიზაციის და მისი სუვერენიტეტის დარღვევის ყოველ მცდელობაზე, რუსეთს საფასურის გადახდა მოუწევს. თუმცა, იმავდროულად, შეერთებული შტატების ლიდერი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთს ომი არ სურს.

მოსკოვი აცხადებს, რომ მას უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის უფლება გააჩნია და უკრაინის ახალ ხელისუფლებას ბრალს ანტირუსული და ანტისემიტური პოლიტიკის გატარებაში დებს. ამის პასუხად, გაეროს ერთ-ერთი უმაღლესი ოფიციალური პირი ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისიდან -ივან შიმონოვიჩი- უშიშროების საბჭოს სხდომაზე აცხადებს, რომ გაეროს დამკვირვებელთა გუნდმა უკრაინაში ორი მისიის მანძილზე, ეთნიკური რუსების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული იერიშების ფაქტები ვერ აღმოაჩინა. რუსეთი კი გაეროს ანგარიშს უგულვებელყოფს და მას მიკერძოებულად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

შეერთებული შტატების ელჩი გაეროში -სამანტა პაუერი- რუსეთის არგუმენტაციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე არეულობაში მონაწილეობის საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში კარგად ორკესტრირებული უწესრიგობის და საბოტაჟის პროფესიონალურად მომზადებულ კამპანიას აწარმოებს.
XS
SM
MD
LG