ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013

ახალი ამბები

მოსალოდნელია თუ არა საჰაერო ტერაქტები აშშ-ში?

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები ამერიკაში მცხოვრებმა ტერორისტებმა მოაწყვეს

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში ჯერ კიდევ არის სუსტი ადგილი, რომელიც შესაძლოა პოტენციური ტერორისტების სამიზნე გახდეს.

არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტებმა მომავალშიც განახორციელონ საჰაერო თავდასხმები ამერიკის სამთავრობო ობიექტებზე.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები სწორედ ამერიკაში მცხოვრებმა ტერორისტებმა მოაწყვეს, რომლებმაც მფრინავის ლიცენზია შეერთებულ შტატებში აიღეს.

შეერთებული შტატების მთავრობის ინფორმაციით, პილოტების მოსამზადებელ კომერციულ კურსებზე შესაძლოა დღესაც სწავლობდნენ პოტენციური ტერორისტები.

მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ფრენის დ„აუფლების მსურველთა პირადი მონაცემების შემოწმება მხოლოდ სწავლის დასრულების შემდეგ ხდება.

შეერთებული შტატების კონგრესში აღნიშნული საკითხის განხილვის დროს სატრანსპორტო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ როჯერსმა შეშფოთება გამოთქვა ამ პრობლემის გამო. მისი თქმით:

„ჩვენ ერაყის ომის ვეტერანებს, ნობელის პრემიის ლაურეატებს და კიბოთი დაავადებულ პაციენტებს თვითმფრინავით მგზავრობის დროს ვაიძულებთ ყოველმხრივი შემოწმება გაიარონ, ამავე დროს უცხოეთის მოქალაქეებს, 11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის მუჰამედ ატას მსგავსად შეუძლიათ შემოწმების გარეშე აიღონ მფრინავის ლიცენზია.“

11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც პილოტების მომზადების კომერციულ კურსებზე უცხოელი სტუდენტების გულდასმით შემოწმებას ითვალისწინებდა, თუმცა როგორც გაირკვა, ეს პროგრამა ხარვეზებით მუშაობს.

როგორც სატრანსპორტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი კერვინ ოლსონი ამბობს, ფრენის სასწავლო კურსების გავლა შეუძლებელია, თუ უცხოელ სტუდენტს არ აქვს ადმინისტრაციის ნებართვა, რომელიც მხოლოდ ამ პიროვნების მონაცემების შესწავლის შემდეგ გაიცემა.

თუმცა, როგორც მინესოტას შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჩიპ კრავააკი აცხადებს, შეერთებული შტატები მსოფლიო ლიდერია მფრინავების მომზადების საქმეში, ამიტომ თითქმის შეუძლებელია ადგილობრივი, თუ უცხოელი პოტენციური ტერორისტებისგან მომავალი საფრთხის თავიდან აცილება.

შეერთებული შტატების მთავრობის განხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მომავალი სამი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.