ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუ-კლუქს-კლანის წევრს ბრალს დღეს წაუყენებენ


საქმეში ეჭვმიტანილი 73 წლის ფრეიზიერ გლენ ქროსი თეთრი რასის უპირატესობის აღმსარებელია

ადგილობრივი და ფედერალური პროკურორები ბრალის წაყენებაზე მუშაობენ იმ პირის მიმართ, რომელიც სროლის თაობაზე დააკავეს. ამერიკის
შუა-დასავლეთის კანზასის შტატში, კვირას მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

მოელიან, რომ წაყენებული ბრალის შესახებ ხელისუფლება დღეს გამოაცხადებს, მანამდე კი აღნიშნეს, რომ ებრაული საზოგადოებრივი ცენტრის სიახლოვეს და ებრაულ პენსიონერთა კომპლექსთან მომხდარი მკვლელობები სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს განეკუთვნება.

ამ საქმეში ეჭვმიტანილი, 73 წლის ფრეიზიერ გლენ ქროსი, თეთრი რასის უპირატესობის აღმსარებელი და კუ-კლუქს-კლანის დიდი ხნის წევრია.

სამხრეთის სიღატაკის იურიდიული ცენტრის უფროსი თანამშრომელი მარკ პოტოკი ამბობს, რომ ქროსს ებრაელები განსაკუთრებულად სძულდა.

თეთრ სახლში აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა, რომ ამერიკულ საზოგადოებაში რელიგიური ძალადობის ადგილი არ არის და იმ დროს, როცა ებრაელები პასექისთვის და ქრისტიანები აღდგომისთვის ემზადებიან, ასეთი ტრაგედია კიდევ უფრო მტკივნეულია.
XS
SM
MD
LG