კვირა, 19 მაისი, 2013

ახალი ამბები

რეიგანი - ამერიკელების სათაყვანებელი პრეზიდენტი

რონალდ რეიგანი 69 წლის ასაკში ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
რონალდ რეიგანს ამერიკელების მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ამერიკელების ერთ-ერთ უსაყვარლეს პრეზიდენტადაა მიჩნეული. 

რონალდ რეიგანი პრეზიდენტად 1980 წლის ნოემბერში აირჩიეს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ამერიკელების უკმაყოფილება დემოკრატი პრეზიდენტი ჯიმი კარტერის მიმართ დღითიდღე ღრმავდებოდა.  მოსახლეობა პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული მწვავე  ეკონომიკური მდგომარეობის და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა, ირანში 52 ამერიკელი იყო დატყვევებული, რომელთა გათავისუფლებაც თითქმის წელიწად ნახევარი ვერ მოხერხდა. ამერიკელები ამ შემემთხვევასაც პრეზიდენტი კარტერის სისუსტეს აბრალებდნენ.

1979 წელს, მუსლიმმა ექსტრემისტებმა ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ამერიკის საელჩოში მომუშავე პერსონალი ტყვედ აიყვანა. პრეზიდენტმა კარტერმა ამერიკელებს კრიზისის განმავლობაში მხარდაჭერა სთხოვა, მაგრამ ისე გავიდა თითქმის ერთი წელი, რომ მძევლების გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ირანელები მოლაპარაკებებზე უარს აცხადებდნენ, ხოლო სამაშველო ოპერაცია კი წარუმატებლად დასრულდა, ყოველივე ამან პერზიდენტი კარტერი უკიდურესად სუსტ ფიგურად წარმოაჩინა.

საპრეზიდენტო ნომინაციაზე პრეტენდენტობა დემოკრატმა სენატორმა მასაჩუსეტიდან ტედ კენედიმ გამოაცხადა. ამერიკის საარჩევნო ისტორიაში იშვიათია შემთხვევები, როცა პრეზიდენტს, რომელიც მეორე ვადაზე იყრის კენჭს საკუთარი პარტიის წარმომადგენლების გამოწვევას უცხადებენ. საბოლოო ჯამში დემოკრტაიული პარტიის ყრილობაზე პარტიის კანდიდატად მაინც ჯიმი კარტერი დასახელდა.

რესპუბლიკური პარტია დემოკრტატებისგან განსხვავებით გაერთიანებული იყო და კანდიდატად რონალდ რეიგანი ჰყავდათ არჩეული.  რეიგანი წარსულში ჰოლივუდის მსახიობი და კალიფორნნიის გუბერნატორი იყო. ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად მან ჯორჯ ბუში უფროსი აირჩია. ბუში გამოცდილი პოლიტიკოსი იყო - მან პოლიტიკური კარიერა კონგრესში დაიწყო, ხოლო შემდეგ კი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოსტი ეკავა. ის ასევე იყო ამერიკის ელჩი ჩინეთში და გაეროში.
ირანის მძევლების კრიზისისა და შიდა პოლიტიკური ვითარების გამო ამერიკელების ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ შეერთებული შტატები ძალას კარგავდა და სუსტ სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. რეიგანი ამერიკელებს ქვეყნის ღირსებისა და სიძლიერის აღდგენას დაჰპირდა.
წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, კარტერი დაბნეული და გაბრაზებული, ხოლო რეიგანი კი წყნარი და თვითდაჯერებული ჩანდა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სიტყვით გამოსვლისას, მან ერთი ფრაზა, თქვა, რომელის ციტირებაც ამერიკულ არჩევნებზე საუბრისას  ხშირად ხდება:

„მომალი სამშაბათი არჩევნების დღეა. ერთ კვირაში თითოეული თქვენგანი საარჩევნო უბნებზე მივა და გადაწყვეტილებას მიიღებს.  ჩემი აზრით, სანამ ამ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ:  დღეს უკეთესი ცხოვრება გაქვთ, ვიდრე 4 წლის წინ გქონდათ? დღეს უფრო გიადვილდებათ მაღაზიაში პროდუქტის ყიდვა, ვიდრე 4 წლის წინ, დღეს უფრო მეტი სამუშაო ადგილებია ქვეყანაში, თუ 4 წლის წინ. თუ ამ კითხვებზე პასუხი არის  - კი - მაშინ მომდევნო ოთხი წელის იგივე ცხოვრება გავარგძელოთ. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ უკანასკნელი 4 წლის კურსი არ მოგწონთ და ის უნდა შეიცვალოს, მაშინ მე მეორე კანდიდატისთვის გირჩევთ ხმის მიცემას.“ 

 1980 წლის არჩევნებში რეიგანმა დამაჯარებელი გამარჯვება მოიპოვა. რეიგანი ამერიკის მე-40-ე პრეზიდენტი იყო. 69 წლის ასაკში ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა.
პრეზიდენტის ინაუგურაცია 1981 წლის 20 იანვარს იყო. ქვეყნის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან ახალი ადმინისტრაციის ამოცანები ჩამოაყალიბა. რეიგანმა პირობა დადო, რომ ფედერალური მთავრობის ზომას, გადასახადებს და უმუშევრობის დონეს შეამცირებდა.
ინაუგურაციის დღეს ირანელებმა, 444 დღიანი ტყვეობის შემდეგ ამერიკელი მძევლები გაათავისუფლეს.

ინაუგურაციიდან 2 თვეში პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმა განხორციელდა. სასტუმრო ვაშინგტონიდან გამოსვლის დროს - სადაც პრეზიდენტი ღონისძიებას ესწერებოდა - მას ჯონ ჰიკლიმ ესროლა.

პრეზიდენტი მძიმედ დაიჭრა. ტყვია მის მარცხენა ფილტვში, გულთან ძალიან ახლოს გაჩერდა. საავადმყოფოში მიყვანილმა პრეზიდენტმა, რომელიც დიდი რაოდენობით სისხლს კარგავდა, ქირურგებს ხუმრობით უთხრა - „იმედია ყველანი რესპუბლიკელები ხართო.“

თავდამსხმელი დღესაც ფსიქიარტიულ საავადმყოფოში იყმყოფება. მისი თქმით, ის პრეზიდენტს თავს იმიტომ დაესხა, რომ მსახიობ ჯული ფოსტერზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
  • "მანდილი" ახალი ღვინის ფესტივალზე
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.