ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიტ რომნი ისრაელში ჩავიდა


რომნი დღეს პალესტინელების პრემიერ მინისტრ სალამ ფაიადს იერუსალიმში შეხვდება

ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატი მიტ რომნი ისრაელს ეწვია, სადაც მისი დიდი ხნის მეგობარს და ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრაზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის რესპუბლიკელების ხედვას ეთანხმება იმაში, რომ ამჟამად, მსოფლიოსთვის უდიდესი საფრთხე ირანის მიერ ბირთვული ბომბის შემუშავებაა.

რომნიმ სურვილი გამოთქვა, რომ მოუსმინოს ნეთანიაჰუს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ირანს ბირთვული ბომბის გაკეთებაში ხელი შეეშალოს.

რომნი დღეს პალესტინელების პრემიერ მინისტრ სალამ ფაიადს იერუსალიმში შეხვდება.
XS
SM
MD
LG