პარასკევი, 24 მაისი, 2013

ახალი ამბები

საპრეზიდენტო კანდიდატები კამპანიას აჩერებენ

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მოწინააღმდეგე მიტ რომნი საარჩევნო კამპანიას დროებით შეაჩერებენ. ამ გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო კანდიდატებმა  ქალაქ ავრორას კინოთეატრში დაღუპულების მიმართ საკუთარი პატივისცემა გამოხატეს.

ბარაკ ობამამ სამძიმრის ნიშნად,  საპრეზიდენტო მარათონი შეაჩერა და ეროვნული დროშების სანახევროდ დაშვების ბრძანება გასცა.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა მიტ რომნიმ კი კამპანიის შეჩერებასთან ერთად კოლორადოში მომხდარ ტრაგედიას "სიძულვილის აქტი" უწოდა.

 სისხლიან თავდასხმაში ეჭვმიტანილი 24 წლის ჯეიმს ჰოლმსი პოლიციამ მოხდარი ფაქტის შემდეგ,  კინოთეატრის მანაქანების სადგომზე დააპატიმრა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეჭვმიტანილს რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან აქვს კავშირი.

.

 

კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
  • ქართული კულტურის ფესტივალი
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 4 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში იხილავთ: როგორ გამოასწორეს ამერიკაში საჰაერო დისპეჩერების რაოდენობის შემცირების პრობლემა? 2030 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი ურბანულ ტერიტორიაზე იცხოვრებს. როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოკვება და მართლა შესაძლებელია თუ არა ასფალტზე მოსავლის მოყვანა? უდიპლომო სტუდენტები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს. გუგლის დამფუძნებელი ორი ახალგაზრდა დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაშია.