ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ამერიკულ მცირე ბიზნესებს საფრთხე ემუქრება

მცირე ზომის აფთიაქების რაოდენობა ამერიკაში თანდათან იკლებს

x
ტექსტის ზომა - +
   მორგანის ფირმამ ვაშინგტონის აფთიაქის კარი პირველ კლიენტებს 100 წლის წინ გაუღო. მცირე ზომის ოჯახური ბიზნესი მას შემდეგ არაერთ განსაცდელს გადაურჩა. როგორ ახერხებს უბნის მყუდრო აფთიაქი ყოველ დილით მეზობლებისთვის კარის გახსნას, მაშინ როცა ქვეყანაში მცირე ბიზნესები ერთმანეთის მიყოლებით იხურება? 
 
მორგანის აფთიაქს რეტრო სტილი დაკრავს. 1912 წლის დროინდელ თაროებს და დახლებს ძველებური შუშის ბოთლები ამშვენებს. ფარმაკოლოგმა ბარი დუშმანმა ის 20 წლის წინ შეიძინა.
 
 „ეს ნამწვავები ალბათ იმ პერიოდამდე გაჩნდა, როცა სიგარეტის გაყიდვა ჩვენს აფთიაქში უკვე აკრძალული იყო“ - ამბობს ბატონი დუშმანი და ძველთაძველი ხის დახლზე მოგრძო ფორმის სიგარეტით ამომწვარ ხაზებს გვაჩვენებს.
 
აფთიაქი იმდენად პატარაა, რომ მას რეკლამის ფუფუნება არ აქვს და მისი არსებობის შესახებ ვაშინგტონელები მხოლოდ მეზობლებისგან თუ შეიტყობენ.
 
 „აქ ერთხელ რომ მოხვდებიან, ისე მოსწონთ ხოლმე, რომ ყოველთვის უკან ბრუნდებიან“ - ამაყად აღნიშნავს აფთიაქის მეპატრონე.
 
სანდრა შუგარი მორგანის აფთიაქში უკვე რამდენიმე წელია დადის და ამბობს, რომ მისთვის „აქ სიარული ერთგვარი ნოსტალგიაა“.  ტონი შტეფანისის თქმით მომსახურე პერსონალი მას ისე გულთბილად იღებს და ისე წამლის შერჩევაში ისე ეხმარება, რომ თავი საკუთარ ოჯახში ჰგონია. „მე სუნი მომწონს“ - ამბობს ერთ-ერთი კლიენტი. ბატონ დუშმანს, აფთიაქის მეპატრონეს კი მიაჩნია, რომ ბევრს აქ სწორედ ძველმოდური საქონელი იზიდავს.
 
რეცეპტების შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნა შოკოლადზე ყოფილა.
 
„ეტყობა წამლის ყიდვის შემდეგ თავის ტკბილეულით განებივრება უნდებათ“ - ამბობს ბატონი დუშმანი.
 
მცირე ზომის აფთიაქების რაოდენობა ამერიკაში თანდათან იკლებს. საზოგადოებრივ ფარმაკოლოგთა ეროვნული ასოციაციის განცხადებით მათი რიცხვი უკანაკნელი 20 წლის მანძილზე განახევრდა და დღეს ამერიკაში მხოლოდ 20 ათასი კერძო აფთიაქია დარეგისტრირებული. როგორც წესი, მათ  სამეზობლოში დიდი ზომის სუპერმარკეტების ქსელი ცვლის, რომელთაც ერთი დიდი განყოფილება აფთიაქებისთვისაც აქვთ დათმობილი. იქ მისულ მომხმარებელს როგორც წესი, ბევრად მეტი არჩევანი აქვს და დროც უფრო ეზოგება.
 
თუმცა, აბი გრიფინი ამბობს, რომ დიდი მაღაზიები არ უყვარს, რადგან მათ  ხასიათი არ აქვთ:
 
 „ჩვენთან უფრო კეთილგანწყობილები არიან. აქ აფთიაქარს მეტი ნდობა აქვს“.
 
მორგანის აფთიაქს ზოგჯერ ისეთი მომსახურება აქვს, რომელსაც დიდ დაწესებულებებში ხშირად ვერ ნახავთ. ისინი სპეციფიურ მედიკამენტებს ამზადებენ და მომხმარებელს შინ მიტანითაც ემსახურებიან. ბატონი დუშმანის თქმით, კლიენტებს ძალიან მოსწონთ, როცა მათ გამოეცნაურები, მეტ დროს უთმობ და ესაუბრები.
 
 „ეს არ არის მხოლოდ აფთიაქი, ჩვენ ამ სამეზობლოს ნაწილი, მისი წევრები ვართ. მსგავს დამოკიდებულებას დიდი ფირმების ფილიალებში ვერსად ნახავთ“ - ამბობს ის.
 
კონკურენციის მიუხედავად ბარი დუშმანს იმედი აქვს, რომ მის აფთიაქს კიდევ ერთი ეკონომიკური კრიზისი ვერაფერს დააკლებს:  
 
 „მსოფლიოში საუკეთესო კლიენტურა მყავს. პენსიაზე გასვლა ჯერ ადრეა. მანამდე ვიმსახურებთ, სადამდეც საჭირო ვიქნებით“.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.