ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

აშშ

როგორ ირჩევს ამერიკა

ვიცე-პრეზიდენტთა გავლენა და ფაქტორები

x
ტექსტის ზომა - +
როდესაც ამერიკელი ამომრჩევლები საპრეზიდენტო კანდიდატს ხმას აძლევენ, ისინი სასურველ ვიცე-პრეზიდენტსაც ირჩევენ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეფრი იანგი შეეცადა გაერკვია, თუ რა ფაქტორები ახლავს თან ვიცე-პრეზიდენტობის კადიდატებს.

„მე ეს ადამიანი შევარჩიე ჩემს თანამებრძოლად, რადგან მინდა რომ შევცვალოთ ვაშინგტონი და ამერიკა სწორ გზაზე დადგეს,“ - ასე წარადგინა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიტ რომნიმ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ვისკონსინელი კონგრესმენი პოლ რაიანი.

ისინი ნოემბრის საარჩევნო ბარათს ერთად შექმნიან. ნოემბერში ამერიკელები საპრეზიდენტო არჩევნებში ორ ადამიანს აძლევენ ხმას. სასურველ პრეზიდენტთან ერთად მის თანამებრძოლსაც - ვიცე-პრეზიდენტსაც ირჩევენ. ტრადიციულად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს თავად პრეზიდენტობის მსურველები ირჩევენ. საინტერესოა, მაინც რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. რობერტ დადლი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსია.

„ეს არის გამარჯვების შანსების გაძლიერება, სადაც მცირე უპირატესობაც კი ამომრჩევლის ბევრ ხმას ნიშნავს,“ - ამბობს დადლი.

ამომრჩევლის განწყობასთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს ძალაუფლების ბერკეტები ფედერალურ მთავრობაში. ეს აუცილებელია, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატები ბოლო რამდენიმე ათწლეულია პერიფერიებიდან არიან წარმოდგენილი.

1980 წელს რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა ვიცე-პრეზიდენტად გამოცდილი ვაშინგტონელი, ყოფილი ელჩი და დაზვერვის შეფი ჯორჯ ბუში შეარჩია. 1992 წელს არკანზასის გუბერნატორმა დემოკრატმა ბილ კლინტონმა სენატორი ალ-გორი აირჩია თანამებრძოლად. რვა წლის შემდეგ კი ტეხასის გუბერნატორმა რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა ამ თანამდებობაზე თავდაცვის ყოფილი მდივანი დიკ ჩეინი წარადგინა.

2008 წელს ვაშინგტონისთვის შედარებით ახალმა პოლიტიკოსმა სენატორმა ბარაკ ობამამ ვეტერანი სენატორი და გამოცდილი პოლიტიკოსი ჯო ბაიდენი წარადგინა ვიცე-პრეზიდენტად. 2012 წლის არჩევნებშიც დემოკრატიული პარტიიდან აღნიშნული ტანდემი იქნება წარდგენილი.

ვიცე-პრეზიდენტობას კიდევ ერთი ფაქტორი გააჩნია. ეს არის ერთგვარი ხიდი თაობებს შორის. 1988  წელს, როცა ჯორჯ ბუში უფროსი პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, მან ვიცე-პრეზიდენტად ახალგაზრდა სენატორი დენ ქუილი შეარჩია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებულ თაობას საბავშვო ბაღს ეძახდნენ. ამავე თაობას ეკუთვნოდნენ ბილ კლინტონი და ალ გორი.

1984 წელს  თეთრი სახლისთვის სენატორი უოლტერ მონდალის და კოგრესმენი ქალბატონის ჯერალდინ ფერაროს ტანდემი იბრძოდა.

„ჩემო თანამოქალაქენო, მეამაყება, რომ დამასახელეთ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად,“ - განაცხადა ფერარომ.

2008 წელს რესპუბლიკელებმა ისტორიაში პირველად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი აირჩიეს. ის ალასკას გუბერნატორი სარა პალინი იყო.
არჩევნების დასრულების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის ფუნქცია სენატის ხელმღვანელობაა, რომელსაც გადამწყვეტი ხმის უფლებაც ენიჭება. ასევე, პრეზიდენტის შესაძლო გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი ხდება.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.