ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ციხიდან გაქცეული პატიმარი დაჭრილია


დევიდ სვეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამართალდამცავთა ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. საავადმყოფოს ოფიციალური განცხადებით პატიმარი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კვირას პოლიციამ ნიუ იორკის შტატში ციხიდან გაქცეული ორი პატიმრიდან მეორეს დაჭრა შეძლო. დღეს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამართალდამცავთა ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. საავადმყოფოს ოფიციალური განცხადებით პატიმარი დეივიდ სვეტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მან რიჩარდ მეტთან ერთად ციხიდან გაქცევა 23 დღის წინ შეძლო. რიჩარდ მეტი პარასკევს ჭრილობებით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას ფედერალურმა აგენტმა ქალაქ კონსტაბლში ესროლა.

კონსტაბლი ციხიდან დაახლოებით 30 კილომეტრის დაცილებით მდებარეობს და კანადის საზღვრამდე სულ 3 კილომეტრშია. ოპერაციაში, რომელიც კვირას დასრულდა, 1300 ოფიცერზე მეტი მონაწილეობდა. „ღამის კოშმარი როგორც იქნა დამთავრდა“ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.

XS
SM
MD
LG