ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ირანული ნავთობისთვის საერთაშორისო ბაზრების გადაკეტვას ცდილობს


აშშ ირანული ნავთობისთვის საერთაშორისო ბაზრების გადაკეტვას ცდილობს
აშშ ირანული ნავთობისთვის საერთაშორისო ბაზრების გადაკეტვას ცდილობს

შეერთებული შტატების ხელისუფლება ირანული ნავთობისთვის საერთაშორისო ბაზრების გადაკეტვას ცდილობს, რაც ეფექტურად მოქმედებს ამ ქვეყნის ეკონომიკაზე.

ირანი მსოფლიოში ნავთობის ექსპორტით მესამე ადგილზეა. ირანული ნავთობით მარაგდებიან ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი და ევროკავშირის ქვეყნები. ვაშინგტონი ამ ბაზრის დანგრევას ცდილობს, რადგან თეთრის სახლი მიიჩნევს, რომ ნავთობის ექსპორტისგან მიღებულ თანხებს თეირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად ხარჯავს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით:“ ჩვენს მოკავშირეებს მთელს მსოფლიოში მოვუწოდებთ, რომ ნაკლები ირანული ნავთობი მოიხმარონ და ენერგომატერებლების სხვა წყაროები გამონახონ, რათა ირანმა ეკონომიკური პრობლემების გამო საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გზა აირჩიოს და უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე.“

ჩინეთი აცხადებს, რომ ირანი მზად არის გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოსთან განაახლოს მოლაპარაკება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მა ჟაიშის განცხადებით:“ ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა და ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან დიალოგს დაუჭირა მხარი.“

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ, რომ სანქციები ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებას შეაფერხებს. თუმცა როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი რუთ ვედვუდი მიიჩნევს შესაძლოა ეს ყოველივე დაგვიანებული იყოს, რადგან სანქციების ეფექტურ ამოქმედებას დიდი დრო სჭირდება, ირანი კი უფრო დააჩქარებს ამ პროგრამაზე მუშაობას.

ირანის მეზობელი თურქეთი შეშფოთებულია მის საზღვრებთან წარმოქმნილი დაძაბულობით, რადგან ირანის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა შესაძლოა თურქეთის ეკონომიკაზეც მოახდინოს უარყოფითი გავლენა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით:“ ირანმა უნდა დაგვარწმუნოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა არ ატარებს სამხედრო ხასიათს, მაგრამ ამავე დროს ბირთვული ენერგეტიკის მშვიდობიანი განვითარება რეგიონის ყველა სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ირანის ჩათვლით.“

სანქიების შემოღების შემდეგ ირანული რეალი ამერიკულ დოლართან შედარებით მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რაც პირველ რიგში ირანელი ხალხის ჯიბეზე აისახება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ვიქტორია ნულანდის განცხადებით:“ ჩვენ ვწუხვართ, რომ ამით ირანელი ხალხი ზარალდება, მაგრამ ეს მათი მთავრობის ბრალია, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მომავალი არასწორად განსაზღვრა.“

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის სანქციები ირანის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს, ამ ქვეყნის ნავთობის ექსპორტის შეფერხება კი კიდევ უფრო დააზარალებს თეირანს.

XS
SM
MD
LG