ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონი აქტიურ ფაზაში შედის


შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კამპანია თანდათანობით აქტიურ ფაზაში შედის. პრეზიდენტ ობამასა და რესპუბლიკელ კანიდიდატს მიტ რომნის შორის პაექრობა იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ რომ საარჩევნო კამპნაიას არც თუ დადებითი ელ-ფერი ექნება.

ფრენკ ნიუპორტი სოცილოგიური აზრის მკვლევარია, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ “გალაპის” ორგანიზაციაში მუშაობს:

თუ ყველაფერი ერთმანეთის გვერდით დავაწყოთ, დავინახავთ რომ პოლიტიკური მარათონი ერთობ მწვავე ხასიათს იძენს. ამასთანავე, თუ მოქალაქეებსაც შევეკითხებით თუ ვის აძლევენ ხმას, თანაბარ შეფარდებას - 46/46 -პროცენტზე მივიღებთ. "

თუ ეს წინასწარმეტყველება გამართლდა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, უდავოდ 2000 და 2004 წლის არჩევნების მსგავსი იქნება, რომლის დროსაც კანდიდატების მიერ მოგროვილ ხმათა რაოდენობაში არც თუ დიდი განსხვავება შეინიშნებოდა.

ექსპრტთა ერთი ნაწილი ასევე აღნიშნავს რომ ეკონომიკა გადამწყვეტ როლს ითამაშებს არჩევნების პროცესში. შესაბამისად ისმის კითხვაც, შეძლებს კი ბარაკ ობამა სათანადო ხმების რაოდენობის მოგროვებას იმისათვის რომ ქვეყნის სათავეში კიდევ 4 წელი დარჩეს?

რაც შეეხება მიტ რომნის, მისი მთავარი ამოცანა ახლა 1144 დელეგატის გულის მოგებაა, იმისათვის რომ მან რესპუბლიკელების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელბელის გამართლება შეძლოს.

საზოგადოებრივი აზრის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას ბარაკ ობამა უფრო მოსწონს ვიდრე მიტ რომნი, მაგრამ ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად რომნის შეხედულება ეკონომიკური საკითხის ირგვლივ უფრო უპირატესობით სარგებლობს.

ტომას მანი, ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტია პოლიტიკის საკითხებში, რომელიც ამბობს რომ საზოგადოების დამოკიდებულება ქვაყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების თაობაზე, ნოემბრის არჩევნებში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

“შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ თუ ეკონომიკაში არსებული პრობლემები ამ მცირე დროში გამოსწორდა ანდა პირიქით გაუარესდა, მაშინ ბატონი ობამას ხელმეორედ არჩევის საკითხი რისკის ქვეშ აღმოჩნდება.”

2004 წლის არჩევნების მსგავსად, როდესაც ერთმანეთს პრეზიდენტ ჯორ ბუში და სენატორი ჯონ კერი უპირისპირდებოდნენ, კანდიდატებისათვის პარტიების მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობა ექნება.

და სანამ საპრეზიდენტო არჩევნები ერთობ დაიძაბება, მიტ რომნის უარის თქმა მოუწევს უმდიდრესი კონსერვატორი ბიზნესმენის ჯო რიკეტსის შემოთავაზებულ ფინანსურ თანადგომაზე; კერძოდ, გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით ბიზნესმენ რიკეტსმა სურვილი გამოთქვა 10 მილიონი დოლარის დახმარება გაუწიოს მიტ რომნის, რაც ერთგვარად, ბარაკ ობამას, თავის მოპაექრე მოძღვართან - რევერენდ ჯერემია რაიტთან დაახლოების კარგ საშუალებას მისცემს. მსგავს შემოთავაზებაზე, სენატორმა ჯონ მაკეინმაც თავის დროზე უარი განაცხადა, როდესაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას კონკურენტი იყო.

XS
SM
MD
LG