ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში 223 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა


შეერთებულ შტატებში 223 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობის დონე ორი მეათედი პროცენტით, 5.3 პროცენტამდე შემცირდა.

პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილების შესახებ უკანასკნელი მონაცემები „კარგია“, მაგრამ ხელფასების და შემოსავლების ზრდის გაგრძელების მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

ხუთშაბათს, ვისკონსინის უნივერსიტეტში გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ დროს, როცა კერძო სექტორში 64 თვის განმავლობაში სამუშაო ადგილების სარეკორდო მატება მიმდინარეობდა, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ გრძნობს, რომ მათი წინსვლისთვის რთული პირობებია.

შრომის დეპარტამენტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებში 223 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობის დონე ორი მეათედი პროცენტით, 5.3 პროცენტამდე შემცირდა.

2008 წლის შემდეგ ეს უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, მაჩვენებელი ნაწილობრივ იმის გამო შემცირდა, რომ 400 ათასზე მეტმა ადამიანმა სამუშაოს ძებნაზე ხელი ჩაიქნია და ამგვარად უმუშევრადაც აღარ ფიქსირდება.

XS
SM
MD
LG