ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ავღანეთიდან 2014 წელს გავა


ნატო ავღანეთიდან 2014 წელს გავა
ნატო ავღანეთიდან 2014 წელს გავა

ნატოს გეგმის მიხედვით, ალიანსის ძალები ავღანეთის არმიას სრულ პასუხისმგებლობა 2014 წლის ბოლოსთვის გადასცემენ.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალები ქვეყნიდან გამოსვლას გეგმიურად გააგრძელებენ. საერთაშორისო ძალების უკანასკნელი კონტინგებტი ავღანეთიდან 2014 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.

ეს განცხადება გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთიდან გამოსვლას 2013 წელს დაიწყებენ.

ნატოს გეგმის მიხედვით, ალიანსის ძალები ავღანეთის არმიას სრულ პასუხისმგებლობა 2014 წლის ბოლოსთვის გადასცემენ.

პანეტას განცხადებამ ბევრი მიმომხილველი გააკვირვა. მისი თქმით, ამერიკის ჯარი ავღანეთში საერთაშორისო ძალების ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი კომპონენტია. ამერიკელები ავღანეთიდან გამოსვლას მომდევნო წლის ივნისიდან დაიწყებენ.

XS
SM
MD
LG