ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013

დანარჩენი მსოფლიო

კრიტიკული ვითარება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით

კრიტიკული ვითარება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით
კრიტიკული ვითარება არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებით
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით,  ახლა კრიტიკული ვითარებაა არაგადამდები დაავადებების გავრცელების მხრივ და ამ მიმართულებით უმოქმედობა მსოფლიოს განვითარებაზე უდიდეს გავლენას იქონიებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მენეჯერი მარგარეტ ჩანის განცხადებით:

„თქვენ შეგწევთ ძალა საკუთარი განვითარება სწორი მიმართულების წაიყვანოთ. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ.“

არაგადამდები დაავადებების რიცხვში შედის დიაბეტი, კიბო, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. ამერიკის კიბოს ასოციაციის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ჯონ სეფრინი აცხადებს, რომ გაეროს მიმდინარე მოწვევა ისტორიული იყო:

„გაეროში უამრავი სხვა საკითხი განიხილება, მაგრამ არა-გადამდები დაავადებების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. ყველამ გააცნობიერა ის, რომ თუ რაღაც არ ვიღონეთ შედეგები კატასტროფული იქნება. დაავადებები მსოფლიოს სავარაუდოდ 47 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ ზარალს მიაყენებს.“

ინდივიდუალური ზარალი ასევე უაღრესად დიდი იქნება. არა-გადამდები დაავადებების შესახებ ადამიანების ისტორიები ყველა ქვეყანაში შეიძლება მოისმინოთ საზოგადოების ნებისმიერ ფენაში. ჯონ სეფრინს, მაგალითად, ბებია მსხვილი ნაწლავის კობოთი გარდაეცვალა, დედა კი ლეიკემიით. მის მეუღლეს კი მკერდის კობოს დიაგნოზი ჰქონდა დასმული.

„დაავადების განკურნებიდან 7 წელი გავიდა. ის მკერდის კიბოთი არასოდეს მოკვდება იმის გამო, რომ კიბო საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ.“

ვერა გოლიკი ნიუ იორკში ბრაზილიიდან ჩავიდა. მას საშუალება მიეცა ერთ-ერთი მისი საყვარელი პროექტი გამოეფინა. ეს პროექტი მისი მეუღლის მიერ მკერდის კიბო-გადატანილი ქალებისთვის გადაღებული ფოტოები იყო, რომლებზეც ადამიანური თანაგრძნობა და თანადგომაა ასახული. ამ გამოფენის მოწყობის სურვილი მას საკუთარ ოჯახში გადატანილი ტრაგედიის შემდეგ გაუჩნდა:

„ჩემს დასა და ძმას ერთ კვირაში დაუდგინეს კიბო, დას მკერდის კიბო, ხოლო ძმას კი ლიმფომა. რამდენიმე კვირაში კი დედაჩემს დაუსვეს კიბოს დიაგნოზი.“

ვერას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო, მათ უმძიმესი ემოციური ტრამვის გადატანაში ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომა დაეხმარა.

„მოეხვიეთ მათ, დაურეკეთ და მოიკითხეთ, სასთუმალთან დაუდექით. გააგებინეთ მათ, რომ ამ ბრძოლაში ყველანი ერთად ხართ ჩართული და გაიმარჯვებთ. გამარჯვება სიკვდილი არ არის, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი როცა იქნება კვდება. მთავარი ისაა, როგორ გავივლით ბრძოლის ამ გზას.“

ლენს არმსტრონგი ველორბოლაში რეკორდსმენია - მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შვიდჯერ მოიპოვა. მისი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება კი კიბოს წინაღმდეგ იყო. კიბოს დამარცხების შემდეგ უკვე რამდენიმე წელი გავიდა. არმსტრონგის თქმით, კიბო-გადატანილმა ადამიანებმა საკუთარ გამოცდილებაზე ყველას უნდა მოუყვნენ:

„ჩვენ ადამიანებს იმას ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მეტ ხალხს გააცნონ საკუთარი ისტორია, იქნება ეს  სოციალური მედიის თუ პირადი კავშირების მეშვეობით. იამაყონ იმით, რაც გადაიტანეს და გააცნობიერონ, რომ მათ მდგომარეობაში 28 მილიონი ადამიანია მსოფლიოში.“

2008 წელს ბრაზილიაში 200 ათასი ადამიანი გარდაიცვალა კობოთი. გერმანიაში დიაბეტის შედეგად დაახლოებით 25 ათასი მოკვდა, ხოლო ჩინეთში კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს 3.2 მილიონი ადამიანი შეეწირა. ეთიოპიაში 108 ათასი ადამიანი სასუნთქი გზების დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. ეს ჩამონათვალი გრძელი და შემზარავია.

გაეროს გენერალური ასამბელის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული დეკლარაცია ამ დაავადებების კონტროლს და მათ მიერ გამოწვეული მსხვერპლის შემცირებას ისახავს მიზნად.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.