ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარემოს დაცვის სამიტი რიო დე ჟანეიროში


შეხვედრაში 100-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლები მონაწილეობენ

რიო დე ჟანეიროში დღეს გაეროს მიერ ორგანიზებული გარემოს დაცვის სამიტი იწყება. შეხვედრაში 100-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სამდღიან სამიტზე 190 ქვეყნის დიპლომატთა მიერ შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო გაფორმება იგეგმება. მისი მიზანი მდგრადი განვითარების მეშვეობით მილიარდობით ადამიანის სიღატაკის მდგომარეობიდან გამოყვანაა.

გარემოსდამცველების განცხადებით დოკუმენტი საკმაოდ სუსტად გამოიყურება, ვინაიდან მისი ძალაში შესვლის მექანიზმები ჯერჯერობით შემუშავებული არ არის. შტეფან ჰოუვსი, გარემოს დაცვის ანალიტიკოსი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ დიპლომატები დოკუმენტზე მუშაობის პროცესში კონკრეტული ქმედებების ჩარჩოებზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა 2009 წლის სამიტთან შედარებით მაინც აშკარა სამუშაო პროგრესი აღინიშნება.
XS
SM
MD
LG