ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალიში ხუროთმოძღვრების ძეგლები ნადგურდება


ტიმბუხტუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდშია შესული

მალის ქალაქ ტიმბუხტუში მუსულმანი მეომრები უძველეს მავზოლეუმებს და აკლდამებს ანადგურებენ.
თვითმხილველთა განცხადებით, ნაჯახებით შეიარაღებულმა, ისლამური მოძრაობა „ანსარ ად-დინის“ წევრებმა შუა საუკუნეების მუსულმანი წმინდანის სიდი მუჰამედის მავზოლეუმი დაანგრიეს.
ტიმბუხტუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდშია შესული. ეს ქალაქი მე-15, მე-16 საუკუნეებში აფრიკაში ისლამის გავრცელების ერთ-ერთი ცენტრი იყო.
ტიმბუხტუ ცნობილია თავისი ანტიკური ხანის მანუსკრიპტებით, რომლებსაც იუნესკოს მტკიცებით, დიდი საშიშროება ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG