ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სირიაში ჰუმანიტარულ საფრთხეს ხედავს


გაეროს უშიშროების საბჭო ბრიფინგს მართავს სირიაში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის განსახილველად. ქალაქ ალეპოში, სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის ავიაიერიშების მხარდაჭერით, სირიელ მეამბოხეებს ებრძვიან.

ამ ოპერაციების შედეგად ათასობით სირიელი ლტოლვილი თურქეთის საზღვარზეა. სწორედ ამ ფონზე, გაერო და სადამხმარებლო ორგანიზაციები ჰუმანიტარული კრიზისის საშიშროებას ხედავენ.

გაეროს უმაღლესმა ჰუმანიტარულმა ოფიცერმა სტივებ ო'ბრაიანმა განაცხადა, რომ ძალიან არის შეშფოთებული ალეპოში შექმნილი მდგომარეობით, უფრო მეტად კი თუ როგორ რთულდება დახმარების მიტანა ქალაქის მოსახლეობამდე.

ხუთშაბათს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი მიუნხენში შეხვდებიან სირიის თემაზე სასაუბროდ.

XS
SM
MD
LG