ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში მიგრანტების რაოდენობა შემცირდა


ბოლო დროს საბერძნეთში დღეში საშუალოდ 5 ათასი მიგრანტი ჩადიოდა, მაშინ როცა ხუთშაბათს მათი რაოდენობა 1 500-ს არ აღემატებოდა.

გაეროს მონაცემებით, ამ კვირის განმავლობაში საბერძნეთში გაცილებით ნაკლები მიგრანტი ჩავიდა. მიზეზად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა სააგენტო ხმელთაშუა ზღვაზე დროებით უამინდობას ასახელებს. ბოლო დროს საბერძნეთში დღეში საშუალოდ 5 ათასი მიგრანტი ჩადიოდა, მაშინ როცა ხუთშაბათს მათი რაოდენობა 1 500-ს არ აღემატებოდა. სააგენტოს სპიკერი ადრიან ედვარდსი ვარაუდობს, რომ მიგრანტთა რაოდენობა მომავალში ისევ გაიზრდება და “ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, ჩამოსულთა ახალი ნაკადი წამოვა”.

გაერო ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში წლის ბოლომდე ჯამში 700 ათასი მიგრანტის ჩასვლას მოელის. იმავე რაოდენობას ელიან მომავალ, 2016 წელსაც. ახალი მონაცემები ლტოლვილთა სააგენტოს წინასწარ ნავარაუდევ რაოდენობასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტია. შესაბამისად, გაერო კრიზისთან გამკლავების მიზნით, ადრე განსაზღვრული 30.5 მილიონის ნაცვლად, 128 მილიონიან დახმარებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG