ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

13 მილიონი ბავშვი სკოლაში ვერ ბრუნდება


იუნისეფის მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტების გამო 13 მილიონამდე ბავშვს განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდება

გაერო აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის მარტო 9 ქვეყანაში 13 მილიონამდე ბავშვს განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდება. მიზეზად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებს ასახელებს.

იუნისეფის -გაეროს ბავშვთა ფონდის- ახალი ანგარიშის მიხედვით, რეგიონში „ნგრევის და ტერორის“ მონაცემები იზრდება და ბავშვების ექსპლუატაციის ხარისხიც მატულობს. ანგარიშში ჩამოთვლილია ბევრი მიზეზი, რის გამოც ბავშვებს სკოლაში დაბრუნების საშუალება აღარ გააჩნიათ. მათ შორის სახელდება საბრძოლო მოქმედებებით დაზიანებული სკოლის შენობები, ან სასწავლო ნაგებობების გამოყენება თავშესაფრებად და მშობლების სიფრთხილე, რომელთაც გზის უსაფრთხოების მოსაზრებით, სკოლებში ბავშვების გაშვების ეშინიათ.

ანგარიშში შესულია სირიის, ერაყის, იემენის, ლიბიის, სუდანის, იორდანიის, ლიბანის, თურქეთის და პალესტინური ტერიტორიების მონაცემები. გაერო აცხადებს, რომ ახალ სასწავლო წელს სწავლის განახლების საშუალება იქ აღრიცხული ბავშვების 40 პროცენტს აღარ აქვს.

XS
SM
MD
LG