ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეოპოლიტიკა და ინვესტიციები


უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროპის საინვესტიციო გარემოს საფრთხეს უქმნის

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან პრორუსმა სეპარატისტებმა ხიდზე ბარიკადები აღმართეს. ამ ადგილიდან სამხრეთით, 60 კილომეტრის დაშორებით, რუსმა მხარდამჭერებმა სამთავრობო შენობა შტურმით იაიღეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ადგილზე შვეულმფრენებით სპეციალურ შენაერთებს აგზავნიან, რათა კონფლიქტი უფრო სერიოზულ ფაზაში არ გადავიდეს. უკრაინაში სამოქალაქო ომის საფრთხე ინვესტორებს ახალ თავსატეხს უჩენს.

ფიდელ ჰელმერი "ჰაუკ ენდ აუფჰაიზერ" ბანკში მარკეტინგის სტრატეგიის სპეციალისტია:

„ვშიშობ, რომ მდგომარეობა უარესდება და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ფინანსურ ბაზრებზე სიტუაცია დაიძაბება.“

ჰელმერის თქმით, უკრაინაში შექმნილი სიტუაცია გლობალურ ეფექტს იწვევს და აზიისა და შეერთებული შტატების ფინანსურ ბაზრებზე უარყოფითად აისახება.

თუმცა "რასელ ინსვესტმენტის" სტრატეგიის სპეციალისტი სტივენ ვუდი გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას ფინანსურ ბაზრებზე ცვლილებების საფრთხედ არ მოიაზრებს:

„მოცემული ინფორმაციით, ფინანსურ ბაზრებზე გამომუშავებისა და მოგების ციკლი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ვაშინგტონის რეაქციები გლობალურ ბაზარს მოქნილობას ვერ უზღუდავს. ამიტომ მსგავსი პროგნოზები გადაჭარბებულად მიმაჩნია.“

უკრაინის ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესების ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს უკრაინას ერთი მილიარდი დოლარის სესხით დახმარება აღუთქვა. ამერიკის ხაზინის მდივნის ჯეკ ლიუს განცხადებით, ეს თანხმა დაემატება იმ 27 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას გადასცემს:

„სესხის გარანტიის შეთახნმების საფუძველზე, უკრაინის მთავრობას საშუალება ეძლევა საერთაშორისო ბაზრებზე დაბალ ფასად დაფინანსება მოიპოვოს და ეკონომიკური გარდაქმნის პროცესი შეიმსუბუქოს.“

ამ ფონზე ევროპა ცდილობს რუსეთი შექმნილი მდგომარეობის გამო იზოლაციაში მოაქციოს. ეკონომისტი ლილიტ გევროქიანი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა ამ ეტაპზე ბევრ რამეზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:

„ შექმნილი მდგოამრეობა გვაფიქრებინებს, რომ სიტუაცია უფრო მეტად დამძიმდება და კონფრონტაცია რუსეთს განსაკუთრებით დააზარალებს.“

თუმცა სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთის დაზარალებული ეკონომიკა პრობლემებს სავაჭრო პარტნიორებს ანუ ევროპასაც შეუქმნის. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირის 30 პროცენტს უკრაინაზე გამავალი მილსადენით აწვდის.
XS
SM
MD
LG