კვირა, 26 მაისი, 2013

ევროპა

უკრაინაში საიდუმლო გვირაბები აღმოაჩინეს

კონტრაბანდისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა გვირაბი ოთხი მეტრის სიღრმეზე იყო გათხრილი

Map of UkraineMap of Ukraine
x
Map of Ukraine
Map of Ukraine
ტექსტის ზომა - +
უკრაინის საიდმულო სამსახურმა კონტრაბანდის გადასატანად გამიზნულ გასაიდუმლოებულ გვირაბს მიაგნო. გვირაბი, სამართალდამცავების აზრით, მეზობელი სლოვაკეთის გავლით, ევროკავშირის ქვეყნებში ადამიანებისა და საქონლის გადაყვანას ისახავდა მიზნად.  

უკრაინას სლოვაკეთთან ას კილომეტრიანი საზღვარი ყოფს.  

უკანასკნელ პერიოდში უკრაინის ხელისუფლებაზე საგრძნობლად გაიზარდა ზეწოლა ორგანიზებულ დანაშაულთან არასაკმარისი ბრძოლის გამო. 

„ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკრაინის დაზვერვამ გვირაბს პატარა უკრაინულ ქალაქ მალი-სელმენჩიში, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ადგილობრივ მაღაზიაში მიაგნო. მიწისქვეშა გვირაბი ოთხი მეტრის სიღრმეზე იყო გათხრილი. მაღაზიას კი, არც მეტი არც ნაკლები ევროპა ერქვა.

ცოტა უფრო ადრე სლოვაკმა ძალოვანმა უწყებებმა დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ უჟგოროდიდან 700 კილომეტრის სიგრძის და 6 მეტრის სიღრმის გვირაბი აღმოაჩინეს.

სლოვაკი შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კალინაკი ამბობს:

„გვირაბში მოძრავი ვაგონების გადაადგილების მიზნით რელსები იყო გაყვანილი და სლოკავეთამდე სხვადასხვა საქონლისა და, სავარაუდოდ, ადამიანების გადაყვანა უნდა მოეხდინა.“

როგორც ორივე ქვეყნის გამომძიებლები ასკვნიან, გვირაბის გაყვანა მიწის ბურღვისთვის გამიზნული განვითარებული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა. 

მიწსქვეშა აღმოჩენები კი მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს: დამნაშავეთა ჯგუფები ახალ გზებს ნახულობენ ევროკავშირში შესაღწევად.

ამ ფონზე, სლოვაკეთი, რომელიც ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს რამდენიმე წლის წინ შეუერთდა აცხადებს, რომ ადეკვატური ზომები გაატარა ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.

თუმცა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი პიტერ კაზიმი აღიარებს, რომ საგადასახადო სამსახურმა მილიონობით დოლარი დაკარგა საიდუმლო გვირაბის არსებობის გამო.

სლოვაკმა ძალოვანმა მინისტრმა უკრაინასა- და სლოვაკეთს შორის გამავალი გვირაბი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მოქმედ მიწისქვეშა ტუნელებს შეადარა, რომლებსაც მსხვილი ნარკო კარტელები აფინანსებენ. 

თუმცა, ოფიციალური პირები აკეთებენ გაფრთხილებას, რომ ამ საქმის დეტალების გასარკვევად უკრაინასთან ერთობლივი გამოძიება მიწისქვეშა ბიზნესში მონაწილე არაერთ თანამდებობის პირს გამოავლენს.

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები კი შეშფოთებას ვერ მალავენ იმასთან დაკავშირებით რომ ყოფლი საბჭოთა რესპუბლიკებიდან იარაღი და ბირთვული მასალები საბჭოთა დროინდელი ობიექტებიდან არალეგალური გზებით გაედინება.

უკრაინაში, შეშფოთებას და უკმაყოფილებას ვერც მოსახლეობა მალავს. რეზიდენტები ირწმუნებიან, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკები, მათ შორის მერები და მოსამართლეები, გვირაბის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ თუმცა დამნაშავეები მათ მოქრთამვასაც ადვილად ახერხებდნენ.
 
მოსახლეობაში გაჩნდა იმის შიშიც, რომ მთავრობამ, სამხილის გადაფარვის მიზნით, შესაძლოა გვირაბი უბრალოდ ააფეთქოს ან საკანალიზაციო წყლით დატბოროს. უკრაინის ამ რეგიონში ხომ მექრთამეობა და გამომძალველობა ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია.
 
უფლადამცველი ორგანიზაცია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინას ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად უხდენს კლასიფიკაციას.

ამ ქვეყანაში, დღეს, დანაშაულებრივი ჯგუფების მოღვაწეობა მეზობელ ევროკავშირის სახელმწროებზეც ზრდის ზეწოლას იმისათვის, რომ პოლონეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და რუმინეთმა ქმედითი ნაბიჯები გადადგან ბლოკის არალეგალური ვაჭრობისგან დასაცავად.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.