ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასულიერო პირების როლი უკრაინის მოვლენებში


ყველა აღმსარებლობის ეკლესიის ლიდერები უკრაინაში კიევის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უჭერენ მხარს

კიევის დემონსტრაციებში სასულიერო პირები თავიდანვე მონაწილეობდნენ. რელიგიის ისტორიკოსი ანდრეი ზუბოვი საგანგებოდ მიუთითებს ამ როლზე და ამბობს:

„სხვადსხვა კონფესიების წარმომადგენელი მღვდლები, მართლმადიდებელი ჯგუფების წარმომადგენლები, ბერძენი კათოლიკები,- ყველა ერთად იყო ამ დროს.“

ყველა აღმსარებლობის ეკლესიის ლიდერები უკრაინაში კიევის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უჭერენ მხარს. ჩუმად არიან რუსული ეკლესიის წინამძღვრები დაისინი არც კომენტარს აკეთებენ. რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ სოლდატოვი, რომელიც რეგიონს აშუქებს ამბობს, რომ რუსულ ეკლესიას არ სურს რომელიმე ერთ პოზიციას გამოკვეთილად დაუჭიროს მხარი.

„რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები უკრაინის მოვლენებში, ჯერჯერობით, საკუთარ პოზიციას არ ამჟღავნებენ. მათ არც საყოველთაო ზავისკენ მოუწოდებიათ აღდგომის დღეებში.“
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ამჟამად მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა დაძაბულობას იწვევდეს ორ ეკლესიას შორის, მაგრამ რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც მართლაც აქვს ახლო კავშირები რუსეთის მთავრობასთან, კომენტარი არ ისურვა ამ სიუჟეტისთვის.
პროფესორი ზუბოვი კი გვეუბნება:

„თუკი რუსული ეკლესია პრეზიდენტ პუტინს დაიცავს, მას შესაძლოა უკრაინული ეკლესია გაეთიშოს. თუ რუსული ეკლესია უკრაინის მთავრობას მიემხრობა, ამას სავარაუდოდ დიდი პრობლემები მოჰყვება მის ურთიერთობაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.“
უკრაინაში, დღესდღეობით მართლმადიდებელი მორწმუნეების 40 პროცენტი რუსი მართლმადიდებელია. ზუბოვი და სოლდატოვი ფიქრობენ, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტთან უთანხმოებაშია უკრაინის კონფლიქტის გამო. ამის მაგალითად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ პატრიარქი 18 მარტს პუტინის გამოსვლას კრემლში ყირიმის თაობაზე არ ესწრებოდა. თუმცა განხეთქილების იდეას უარყოფს უკრაინელი მართლმადიდებელი მღვდელი იაკოვ კროტოვი.

კროტოვის თქმით, ოფიციალურად, ეკლესია პუტინის ზურგსუკან დგას და რომ პატრიარქსა და პუტინს შორის არსებული განხეთქილება ჭორის დონეზე თუ არსებობს ხალხში.

ის დასძენს, რომ პატრიარქი კირილი თავს იკავებს რომელიმე ერთი ძალის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვისგან, რათა პოლიტიკური შედეგისგან დამოუკიდებლად თავი დაიზღვიოს, და რომ მის უთქმელობას აზრი არ აქვს. სოლდატოვი კი მიუთითებს, რომ კიევის დემონსტრაციებში უკრაინის ეკლესიის მსახურნი აქტიურები არიან, სასულიერო პირები კი არსად ჩანან პრო-რუსულ დემონსტრაციებში, რომლებსაც უკრაინის აღმოსავლეთში აქვს ადგილი.

კიევის მაიდანზე სხვადასხვა აღმსარებლობის მღვდლები ჩანან. სოლდატოვოს თქმთ, არცერთი მათგანი ლუგანსკში და დონეცკში ადმინისტაციული შენობების ბარიკადებზე არ ჩანს.

უკრაინელი და რუსი მართლმადიდებლებისთვის, აღდგომა წამყვანი რელიგიური დღესასწაულია. გუშინ ეს ამაღლებული დღე დასავლურ სამყაროში კათოლიკურ შობასაც დაემთხვა. ქრისტიანი მორწმუნეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკრაინელებისა და რუსების სიმშვიდისთვიას ილოცა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის გალღობა შეავედრა უფალს.
სააღდგომო დღესასწაულს დაპირისპირების მცირეხნიანი განელებაც მოჰყვა, თუმცა რამდენად გასტანს მშვიდობანი სულისკვეთება მომავალ დღეებს, ეს საკმაოდ საეჭვოა.
XS
SM
MD
LG