ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

ახალი ამბები

ებოლის ვირუსის ახალი სასიკვდილო შედეგები

2000 წელს ებოლის ვირუსმა უგანდაში 200 ადამიანი მოკლა

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
დასავლეთ უგანდაში ებოლის ვირუსმა იფეთქა. ვირუსმა სახელწოდება მდინარე ებოლასგან მიიღო, საიდანაც ეს დაავადება თავდაპირველად გავრცელდა. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, შაბათს კიბაალეს რაიონში, რომელიც დედაქალაქიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ებოლის ვირუსით დაავადების 20 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 14 ავადმყოფი გარდაიცვალა.
 
აღსანიშნავია, რომ დღემდე მედიცინაში ებოლის ვირუსის წინააღმდეგ რაიმე მედიკამენტი ან ვაქცინა  არ არსებობს. ებოლა სწრაფად ვრცელდება და  ძირითადად ლეთალური შედეგებით მთავრდება. 2000 წელს ებოლის ვირუსმა უგანდაში 200 ადამიანი მოკლა.
 
 
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.