ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ქურთისტანის პოზიციების დაბომბვას აგრძლებს


წუხელ თურქეთმა იერიშები სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიებზე მოქმედ ქურთისტანის მუშათა პარტიის ექვს პოზიციაზე მიიტანა.

თურქეთი ქურთი ამბოხებულების პოზიციების საჰაერო დაბომბვებს აგრძელებს. იერიში სამშაბათს ღამითაც განხორციელდა, ამის შესახებ პრემიერ მინისტრის კაბინეტმა განაცხადა. თურქეთის პარლამენტი საგანგებო სესიას ატარებს, რომელიც ერაყში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშს განიხილავს.

წუხელ იერიშები სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიებზე მოქმედ ქურთისტანის მუშათა პარტიის ექვს პოზიციაზე მიიტანეს. რეიდების დროს სამართალდამცავებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის და ისლამური სახელმწიფოს 1300-ზე მეტი წევრი დააკავეს.

საგანგებო საპარლამენტო სესიის დაწყებამდე ქურთების სახალხო პარტიის ლიდერმა სელაჰატინ დემირტასმა ბრძოლების სასწრაფო შეჩერება მოითხოვა. თავის მხრივ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში უკან დახევას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG