კვირა, 26 მაისი, 2013

დანარჩენი მსოფლიო

აკრძალვა სტამბოლში

ჰასან ქემალი: „ეს არის ბრძოლა თავისუფლებასთან“.

x
ტექსტის ზომა - +
სტამბოლში საერთაშორისო როკის ფესტივალის წინ ძალაში შევიდა კანონი აღნიშნულ ღონისძიებაზე ალკოჰოლის აკრძალვის შესახებ. ამ ფაქტმა მორწმუნე და სეკულარულ მოსახლეობას შორის მძაფრი დავა გამოიწვია. ეს კი იმ დროს ხდება, როდესაც მუსლიმებისთვის რამადანის თვეა. დეტალებს სტამბოლიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.

სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტთან გამართულ როკ ფესტივალზე ერთმანეთს მორწმუნე და სეკულარული მოსახლეობა დაუპირისპირდა. ფესტივალი თურქული ლუდის კომპანიამ დააფინანსა, თუმცა, ბოლო წუთს გაირკვა, რომ ფესტივალზე ალკოჰოლის მოხმარება აკრძალეს. ღონისძიების ათასობით მონაწილე მხოლოდ ლიმონათს და წყალს მიირთმევდა.

კონცერტი ქალაქის იმ უბანში გაიმართა, სადაც ძირითადად მორწმუნეები ცხოვრობენ და რამადანს აქტიურად იცავენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი ქვეყნის მმართველი ისლამისტური მიმდინარეობის სამართლიანობის და კეთილდღეობის პარტიაა. ამავე რაიონში ალკოჰოლის აკრძალვას მოსახლეობა განსხვავებულად აფასებს.

ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ ფესტივალის დროს ალკოჰოლის აკრძალვა თავად მოსახლეობამ მოითხოვა. თუმცა, მას თავად ხელი არ მოუწერია, რადგან მიაჩნია, რომ ადამიანი სხვის ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს.

თანაუბნელის მოსაზრებას არ ეთანხმება ერთ-ერთი ქალბატონი. ის ამბობს, რომ მათი რაიონი მორწმუნე მუსლიმებით არის დასახლებული და ამიტომ მათ წესებს ყველამ პატივი უნდა სცეს.

ალკოჰოლის აკრძალვა ბევრმა ჟურნალისტმა გააკრიტიკა. განსაკუთრებით წამყვან გაზეთებში. ერთ-ერთმა მათგანმა, ჰასან ქემალმა, გაზეთ მილიეთში დაწერა, რომ „ეს არ არის ბრძოლა ალკოჰოლის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა თავისუფლებასთან“.

თუმცა, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამაყად აცხადებს, რომ კონცერტზე ალკოჰოლის მოხმარება მისი ბრძანებით აიკრძალა.  

„მათ სურთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ალკოჰოლიკი გახდეს. მე განვუცხადე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ფესტივალით უკმაყოფილოები ვიყავით. ალაჰის გულისთვის, როგორ შეიძლება ამის დაშვება,“ - განაცხადა ერდოღანმა.

სტამბოლში ბევრი მეჩეთია, თუმცა აქვეა უამრავი ბარი და რესტორანი, სადაც ნაციონალური სასმელი რაქი  თავისუფლად იყიდება. სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი გოხან ტანი ამბობს, რომ ქალაქში არსებული ბალანსი ირღვევა.

„თავდაპირველად უსკუდარის რაიონის მერმა განაცხადა, რომ ალკოჰოლის გაყიდვა შეწყდებოდა. შემდეგ ეს სხვა ადგილებშიც მოხდა. ისინი ამას ღიად არ აცხადებენ, მაგრამ გასართობ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარების უფლება თანდათანობით მცირდება. მუნიციპალიტეტები მმართველ პარტიას ემორჩილება,“ - ამბობს ტანი.

სტამბოლის აზიურ ნაწილში, ერთ-ერთ უბანში უამრავი ღია რესტორანი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ამ ადგილებში ხალხი სულ არის. ისინი აქ იკვებებიან და სვამენ. რამადანის დღეებშიც კი. აქ უკვე კარგად ესმით, რომ ქალაქში ვითარება იცვლება. ტანი ამბობს, რომ ეს სამწუხარო პერსპექტივაა.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ცხოვრება ნაწილებად იყოფა. ეს არ არის კარგი. ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ. ერთ ქალაქში ვცხოვრობთ,“ - ამბობს პროფესორი.

სტამბოლში 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედია. როგორც ამბობენ, სტამბოლი თურქეთის ერთგვარი სახეა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ რელიგიური დაყოფა შესაძლოა სტამბოლიდან მთელს ქვეყანაზე აისახოს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.