ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013

საქართველო

ელისო ჩაფიძე სამხილს მოგვიანებით გაასაჯაროებს

რა სამხილი აქვს კოალიცია - „ქართული ოცნების წევრს" კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წინააღმდეგ? ზაზა წულაძე, თბილისი

Eliso ChapidzeEliso Chapidze
x
Eliso Chapidze
Eliso Chapidze
ტექსტის ზომა - +
ტყიბულში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე აპირებს სექტემბერში გახადოს საჯარო ის ფარული ჩანაწერები, სადაც, მისივე თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (http://kud.security.gov.ge/index.php?task=page&id=1&lang=geo)  თანამშრომლები მის წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავენ. წინასწარი ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერში, ტყიბულში კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კობა შარვაძე თანამშრომლებს - ელისო ჩაფიძეზე თვათვალის განახორციელებას ავალებს. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მასზე მუდმივად ხორციელდებოდა თვალთვალი, კუდ-ის თანამშრომლების მას, მის ავტომობილსა და მხარდამჭერებს მუდმივად აფიქსირებდნენ, როგორც ფოტო, ისე ვიდეო საშუალებების გამოყენებით. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ელისო ჩაფიძე ვარაუდობს, რომ პროვოკაცია მისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით დაიგეგმა.

„მე მქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით საუბარი IRI-ისა და NDI-ის გრძელვადიან დამკვირვებლებთან დასავლეთ საქართველოში, რომლებიც მეწვივნენ შტაბში და ტყიბულში არსებული მდგომარეობით და ჩემთან დაკავშირებული საფრთხეებით დაინტერესდნენ. ასევე ვესაუბრე საქართველოში ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს, რომელიც მაქსიმალურ თანადგომას გამოთქვამს ჩვენს მიმართ. იყო დაგეგმილი ორი ტიპის პროვოკაცია ჩემს მიმართ. პირველი ეს გახლდათ ესეთი დავალება, რომ უნდა მოვხსნილიყავი არჩევნებიდან თითქოს თანხის გადაცემის მომენტში, რასაც კანონი კრძალავს; ასე ხორციელდებოდა დევნა, თვალთვალი შესაძლოა ჩემი შეშინების მიზნით რომ შემეწყვიტა პოლიტიკური აქტივობა ამასთანავე, არც ის არის გამორიცხული „შემთხვევითი“ ავტოავარია ძალია ცუდ გზებზე, რომელიც ვერ ააშენა ნაციონალურმა მოძრაობამ. მე კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ფარული ჩანაწერები ჩვენ გვაქვს და ალბათ უახლოეს მომავალში იხილავს მას ქართული საზოგადოება.“    

ტყიბულში ელისო ჩაფიძეს მმართველი პარტიის წევრი პავლე კუბლაშვილი უპირისპირდება, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ამჟამინდელმა თავჯდომარემ ბოლო რვა წლის განმავლობაში ორჯერ მოიგო მაჟორიტარული არჩევნები ამ ქალაქში. კუბლაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. მისი ძმა, კონსტანტინე კუბლაშვილი მეშვიდე წელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეა. ტყიბულის რაიონში, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს ძირითადი დარგი ქვანახშირის მრეწველობა და ხე-ტყის განსაკუთრებით კი წაბლის ხის ბიზნესია.
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.