ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა მინსკს სიკვდილმისჯილების შეწყალებას სთხოვს


ევროპა მინსკს სიკვდილმისჯილების შეწყალებას სთხოვს
ევროპა მინსკს სიკვდილმისჯილების შეწყალებას სთხოვს

ევროსაბჭო მოუწოდებს ბელარუსს შეიწყალოს ორი ბრალდებული, რომელთაც ამა წლის აპრილის თვეში მეტროში ტერორისული აქტი განახორციელეს. ევროსაბჭოს გერნარალურმა მდივანმა ტორბორნ ჯაგლანდმა დმიტრი კონოვალოვის და ვლადისლავ კოვალიოვის სასჯელის გაუქმება მოითხოვა. ამასთან, მან ზოგადად სასჯელის ამ ფორმის ამოღებაზე გაამახვილა ყურადღება, დასძინა რა, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც შემორჩენილია სიკვდილით დასჯის პრაქტიკა.

მეტროში აფეთქების შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი და 200-მდე დაშავდა. განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ ბრალდებულებს საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საშიში ადმიანები უწოდა. განაჩენის სისრულეში მოყვანის თარიღი ჯერ დამტკიცებული არაა, მაგრამ ის საბოლოოა და არ ექვემდენბარება აპელაციას. შეწყალების უფლება კი მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს აქვს.

XS
SM
MD
LG