ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი ისლამისტური თავდასხმიდან 10 წლის თავს აღნიშნავს


პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა მემორიალი მოინახულა
პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა მემორიალი მოინახულა

ბრიტანეთი ლონდონის მეტროში მომხდარი ისლამისტური თავდასხმის 10 წლის თავს აღნიშნავს, რომლის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა. 2005 წლის 7 ივლისის დილას ოთხმა ბრიტანელმა აფეთქება მეტროს სამ მატარებელში და ავტობუსში მოაწყო.

7 ივლისის თავდასხმებიდან 10 წლის შემდეგ ტერორისტებისგან საფრთხეები დღეს ისევ დიდია.
დევიდ კამერონი

პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი დილით ჰაიდ პარკში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან მივიდა და მათ პატივი წუთიერი დუმილით მიაგო.“7 ივლისის თავდასხმებიდან 10 წლის შემდეგ ტერორისტებისგან საფრთხეები დღეს ისევ დიდია,” განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ საფრთხის სასტიკი მაგალითი გასულ თვეს ტუნისის სანაპიროზე 30 ბრიტანელის და 8 ტურისტის დახოცვაა. “მაგრამ ჩვენ ტერორიზმი ვერ შეგვაშინებს,” დასძინა კამერონმა.

ამჟამად ბრიტანეთში მოსალოდნელი საფრთხეების გამო მაქსიმალური ხუთიდან უსაფრთხოების მეოთხე დონეა გამოცხადებული.

დღესვე სპეციალური განცხადება გააკეთა ბრიტანეთის დაზვერვის მეთაურმა ენდრიუ პარკერმა, მისი თქმით, საფრთხე მოდის ბრიტანეთში გაზრდილი ადამიანებისგან, რომლებმაც რატომღაც ქვეყნის მტრად გამოცხადება გადაწყვიტეს.

XS
SM
MD
LG