ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელებმა საპროტესტო აქციები გამართეს


დემონსტრანტებმა დამასკოსა და ალეპოში დაღუპულ მოსახლეობას მიაგეს პატივი

პარასკევს, ათასობით სირიელი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებით ქუჩებში გამოვიდა.

ჩრდილოეთ სირიის ქალაქ მარეაში დემონსტრანტებმა დამასკოსა და ალეპოში დაღუპული მოსახლეობის მიმართ საკუთარი თანაგრძნობა გამოხატეს .

პარასკევს, სირიის ოპოზიციის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ასადის შეიარაღებულმა ძალებმა დამასკოსა და ალეპოს ზოგიერთ რაიონზე კონტროლი დაამყარეს.

ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სირიაში სამთავრობო ძალების მიერ ხუთშაბათს განხორციელებული შეტევის შედეგად 180 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ქათანაში 65 უცნობი სირიელი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

XS
SM
MD
LG