ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელ დევნილთა რაოდენობა მატულობს


თურქეთში ამ წუთებისთვის სირიელ ლტოლვილთა 9 ბანაკი არსებობს

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, სირიიდან გაქცეული დევნილების რაოდენობა იზრდება. განსაკუთრებით მაღალია ალეპოდან წასული მოსახლეობის რაოდენობა.

გაეროს უწყება იტყობინება, რომ თურქეთში, იორდანიაში, ლიბანსა და ერაყში 170 000 სირიელი დევნილია აღრიცხული. დევნილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა თურქეთში, რადგან ეს ქვეყანა ალეპოსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

თურქეთში ამ წუთებისთვის სირიელ ლტოლვილთა 9 ბანაკი არსებობს. აქ განთავსებული ადამიანების ორმოცი პროცენტი თურქეთში აგვისტოს თვეში გადავიდა. სირიელების რაოდენობა იზრდება იორდანიაშიც.
გაეროს წარმომადგენელი ადრიან ედვარდსი ამერიკის ხმას უცხადებს, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით სირიელი დევნილები სკოლებსა და სხვა დაწესებულებებს აფარებენ თავს.

„ლიბანში, ჩვენი სააგენტო და პარტნიორი უწყებები ლტოლვილთა მზარდი რაოდნეობისთვის ალტერნატიულ თავშესაფრებს ეძებენ. სკოლები, სადაც ახლა არიან ისინი განთავსებული, მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებებია და სექტემბერში, სწავლის დაწყებამდე ჩვენ ამ ობიექტების გაწმენდა უნდა შევძლოთ. ვახორციელებთ დაუსრულებელი სახლების მშენებლობასაც, რათა ლტოლვილი მოსახლეობა გადავიყვანოთ იქ.“

აღსანიშნავია, რომ ბეირუთში ბოლო დროს სირიელების გახშირებულმა გატაცებებმა, რომლებსაც ნიღბიანი ადამიანები ახორციელებენ, ლიბანში ომის გავრცელების რეალური საშიშროება შექმნა.
XS
SM
MD
LG