ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013

კავკასია

სირიის იზოლაცია ძლიერდება

დამასკოს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდა

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
შეერთებული შტატების მთავრობამ მოიწონა გადაწყვეტილება სირიისთვის ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობის შეჩერების შესახებ. მას შემდეგ, რაც 57 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა ეს გადაწყვეტილება გამოიტანა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის  ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ეს არის „ძლიერი შეტყობინება“  სირიის პრეზიდენტისთვის, რომ მის მიმართ საერთაშორისო იზოლაცია ძლიერდება. ისლამური ქვეყნების ორგანიზაციის გადაწყვეტილება წინ უძღვის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელმაც სირიაში დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელებაზე უნდა იმსჯელოს. 

გაეროს ჰუმანიტარული მისის ხელმძღვანელმა ვალერია ამოსმა დღეს დამასკოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიაში ჰუმანიტარულ დახმარებას დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი საჭიროებს. ამავდროულად, ამერიკაში მოქმედი „ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, სირიის ჩრდილოეთით ამბოხებულთა ქალაქ აზაზში სირიის სამხედრო თვითმფრინავმა იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 40 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 100-მდე დაიჭრა. უფლებადამცველებმა დაბომბვის ადგილი მოინახულეს, რის შემდეგაც განცხადეს, რომ თვითმფმრინავის სამიზნე სავარაუდოდ ამბოხებულთაა სიმაგრე იყო.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 7 ივნისი, 2013

დრევანდელ გადაცემაში იხილავთ: თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოკერი საუბრობს; რატომ ფიქრობენ ნიუ იორკელები, რომ ახალი მილსადენი ქალაქისთვის რადიოაქტიურ საფრთხეს წარმოადგენს? როგორ აისახება სეკვესკკტრი ვაშინგტონში ტურიზმის ბიზნესზე? ვილ სმიტის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკა ფართო ეკრანებზე - ადამიანების მიერ განადგურებულ დედამიწაზე სიცოცხლე აღდგა, თუმცა პლანეტა ადამიანებისთვის საფრთხეებითაა სავსე.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს 24 მაისი, 2013

ნახეთ ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ მომზადებული ტელე პროგრამა ვაშინგტონიდან. სხვადასხვა სიუჟეტებთან ერთად, მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ ანალიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტიდან-მაიქლ ჩეჩირესთან.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.