კვირა, 26 მაისი, 2013

დანარჩენი მსოფლიო

შეწყვეტილი მისია

გაერო კოფი ანანის შემცვლელს ეძებს

x
ტექსტის ზომა - +
ამერიკის ხმა
ჯერ კიდევ ივნისის თვეში გაერთიანებული ერების და არაბთა ლიგის საგანგებო დესპანმა  სირიაში, კოფი ანანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის შეჩერების მიზნით მისი ხელმძღვანელობით შემუშავებული ექვსპუნქტიანი გეგმა არ სრულდებოდა. დესპანმა სამშვიდობო პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა უწინარესად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას დააკისრა. მოგვიანებით, გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის მიერ გაკეთებული განცხადებით, ანანმა მას და არაბთა ლიგას შეატყობინა, რომ აღარ აპირებს გაეროს მანდატის შესრულებას მას შემდეგ, რაც 31 აგვისტოს მისი ვადა ამოიწურება.
 
კოფი ანანის პოსტიდან გადადგომის შესახებ კომენტარი გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, საფრანგეთის ელჩმა, ჟერარ აროდმაც გააკეთა. მისი თქმით დესპანის მისია წარმოუდგენლად რთულია და თითქმის შეუსრულებელი, რადგან ნებისმიერ კანდიდატს სირიის საკითხებზე უშიშროების საბჭოში უკიდურესად დაპირისპირებული შეხედულებები დახვდება. ამას გარდა, სიტუაცია სირიაში თანდათან უფრო რთულდება და ჯერჯერობით გარდამავალი პოლიტიკური ეტაპის დადგომის ნიშნები არ ჩანს.
 
ეს ყოველივე სამშვიდობო მისიის განხორციელებას შეუძლებელს ხდის. ბატონი აროდის განცხადებით, მისთვის სავსებით გასაგებია, თუ რატომ არ სურთ სავარაუდო კანდიდატებს საგანგებო დესპანის პოსტის დაკავება. თუმცა, გაეროს უშიშროების საბჭოს მაინც იმედი აქვს, რომ სირიის რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება და გაეროს უშიშროების საბჭო შეძლებს სამშვიდობო პროცესებში მიუკერძოებელი შუამავლის როლის შესრულებას.
 
„შესაძლოა დადგეს ისეთი მომენტი, როცა რეჟიმი გაიაზრებს, რომ ისინი ოპოზიციის დამარცხებას ვეღარ შეძლებენ და მოლაპარაკება აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს. და როცა ეს დრო მოვა, ვფიქრობ, რომ გაერო იქნება ერთადერთი არხი, რომლის მეშვეობითაც საერთო ენის გამონახვა და სამშვიდობო პროცესების დაწყება გახდება შესაძლებელი“ - განაცხადა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ.
 
ჟერარ აროდმა უშიშროების საბჭოს სახელით ბანგლადეშის მთავრობას გაეროს აფრიკული კავშირის სამშვიდობო მარშის დროს სუდანის დარფურის რეგიონში დაღუპული პოლიციელის გამო ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადა. ინციდენტში კიდევ ერთი პოლიციელი დაზარალდა, რომელიც ამჟამად ჭრილობებს მკურნალობს.
 
ბატონმა აროდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს მხრიდან აფრიკული კავშირის ფართო მხარდაჭერა და დაპირისპირებულ მხარეებს დარფურში მისიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. სუდანის მთავრობას კი ინციდენტის გულდასმით გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, გამოხმაურება პირველმა გააკეთოთ.
The poll is loading, please wait ...
გამოკითხვის არქივი

ინტერაქტივი

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013

ვაშინგტონი დღეს, 24 მაისი, 2013 გადაცემაში ნახავთ: -სტუმარი: მაიკლ ჩეჩირე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს -გამანადგურებელი ტორნადო ამერიკაში და სტიქიის შედეგები -"ფლამენკოს" ხელოვნება ლოს ანჯელესში -ნიუ იორკში ფრანგი მხატვარი ახალ აწყობს


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 17 მაისი, 2013

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $75 მილიონიანი კრედიტი გამოუყო. სესხის დეტალებსა და მიზნებზე სასაუბროდ სტუდიაში ბანკის ტრანსპორტის უფროსი სპეციალისტი ჯორჯ ბანჯო მოვიწვიეთ. ასევე ნახავთ: უპრეცედენტო დანაშაული და თავისუფლება ათ წლიანი მონობის შემდეგ - ოჰაიოს შტატში წლების წინ გატაცებული სამმა ახალგაზრდა ქალმა ტყვეობას თავი შემთხვევით დააღწია. გუანტანამოს ყურეში ამერიკულ ციხეში დაპატიმრებული 166 ადამიანიდან 100 პროტესტის ნიშნად შიმშილობს. რა არის ამ აქციის მიზეზი და როგორ რეაგირებს მასზე ციხის ადმინისტრაცია შარშან მსოფლიოში 82 ჟურნალისტი მოკლეს. ვაშინგტონის ახალი ამებების მუზეუმში მათი ფოტოები მუდმივ გამოფენას შეემატა, რომელიც ორი ათასზე მეტი დაღუპული ჟურნალისტის ისტორიას გვაცნობს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 მაისი, 2013

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დასრულებული მისია თუ გაუარესებული მდგომარეობა - ბაღდადის დაცემიდან 10 წელის შემდეგ ამერიკელები მისიას დასრულებულად, ერაყელები კი მარცხად აფასებებ; რა უნდა იცოდეთ თინეიჯერებთან ურთიერთობის დროს... სმითსონის ინსტიტუტში უნიკალური ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.