ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2014

ახალი ამბები

ქიმიური იარაღის მარაგი სირიაში

x
"ამერიკის ხმა"
სირიაში მზარდი ძალადობის ფონზე პოლიტიკოსთა შეშფოთებას კიდევ ერთი აქამდე ნაკლებად გახმაურებული საკითხი იწვევს. დასავლელი ექსპერტების ვარაუდით, სირიის ხელისუფლება პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მეთაურობით, მსოფლიოში ქიმიური იარაღის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსენალის მფლობელია.  მათ შორისაა მდოგვის გაზი, მომაკვდინებელი სარინი და „ვი-ექსი“ - ქიმიურ აგენტებში ყველაზე ტოქსიკური. ჯონ პაიკი, ინტერნეტ-კომპანია „გლობალური უსაფრთხოების“ მკვლევარი სირიულ საფრთხეზე საუბრობს:
 
მუამარ კადაფისგან განსხვავებით, რომელმაც ქიმიური იარაღის პროგრამები დახურა, სირიაში მომწამლავ ნივთიერებათა წარმოების პროცესი ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს. მათ საშუალო მანძილზე მოქმედი  ბალისტიკური რაკეტებიც გააჩნიათ, რომელთაც მეზობელ ქვეყნებზე ქიმიური იარაღით დარტყმის შესაძლებლობა აქვთ. ყოველ შემთხვევაში ისრაელს და თურქეთს მიწვდებიან, მაგრამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს - ვერა“ - აცხადებს მკვლევარი.
 
მონაცემთა ბაზა სირიაში არსებული ქიმიური იარაღის მარაგის შესახებ საკმაოდ მწირია. ქვეყანას არც ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენციისთვის აქვს ხელი მოწერილი, რომელიც მის წარმოებას, ფლობას და გამოყენებას კრძალავს. ასე რომ, სავარაუდო ციფრები და დასკვნები მხოლოდ საიდუმლო მასალების ანალიზზეა დამყარებული.
 
ჩარლზ ბლერი ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციიდან აღნიშნავს, რომ სირია ქიმიური იარაღის არსენალს ისრაელის შეჩერებისთვისაც იყენებს:
 
2007 წელს ისრაელმა სირიის ატომური რეაქტორები გაანადგურა, რომელთა მეშვეობითაც სირია სავარაუდოდ ბირთვულ იარაღზე მუშაობას გეგმავდა. სავსებით შესაძლებელია, რომ სირიამ ქიმიურ იარაღზე აქცენტი სწორედ ამ პროგრამების დახურვის შემდეგ გადაიტანა“ - აღნიშნავს მეცნიერი.
 
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ქიმიური იარაღი სირიაში 4-5 საწარმოში იქმნება და ქვეყნის ტერიტორიაზე ათობით ადგილზე ინახება. არამ ნერგიზიანი, სირიის საკითხთა ექსპერტი სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში თვლის, რომ მარაგი საკმაოდ კარგად უნდა იყოს დაცული.
 
კამათი არსენალის დაცულობის თაობაზე თავად სირიის რამდენიმე სამხედრო ხელმძღვანელის კრიტიკულმა მოსაზრებამ გამოიწვია, რომელიც საწყობების უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე იყო გამოთქმული. ამ დროს შეერთებული შტატების თავდაცვის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მარაგი კარგად არის დაცული“ - ამბობს ბატონი ნერგიზიანი.
 
სირიაში კრიზისის ესკალაციის ფონზე საკითხმა ისევ წინ წამოიწია და დებატები ქიმიური იარაღის დაცულობის თაობაზე კვლავ აქტუალური გახდა. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ამჟამად სირიის ქიმიური იარაღის არსენალის დაცვის მდგომარეობას განიხილავს. ამ მოსაზრებას ჩარლზ ბლერი ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციიდან ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უყურებს:
 
„სირიის უზარმაზარი არსენალის დაცვას ასეთივე ზომის სამხედრო ძალები სჭირდება. სავარაუდოდ, 75 ათასამდე ჯარისკაცი. სირიის ახლო-მახლო არცერთი დასავლური შეიარაღებული ფორმირება არ იმყოფება. რეალურად რომ წარმოვიდგინოთ, დასავლეთს მათ დაცვაზე ხელი უბრალოდ არ მიუწვდება“ - აცხადებს მეცნიერი.
 
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახლა ყველაზე მთავარია ეს მარაგი ისეთ დაჯგუფებებს არ ჩაუვარდეს ხელში, როგორიცაა ჰეზბოლა და ალ-ყაიდა. არც სირიის მთავრობასთან მებრძოლი მეამბოხეების მიერ მათი დაუფლებაა მაინც და მაინც სასურველი, აღნიშნავენ ისინი. თუმცა, ჯერჯერობით მეამბოხეებს აღნიშნული ქიმიური იარაღის გამოყენების ტექნოლოგია და სამხედრო სისტემებიც არ გააჩნიათ.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 19 ოქტომბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ქარიშხალი, რომელმაც დედამიწაზე ელექტრო ენერგია შეიძლება 2 წლით გათიშოს - ვართ თუ არა მზად სოლარული სუპერსტორმისთვის; ნორვეგია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლების კონკურსს გაეთიშა. რომელი ორი კანდიდატი დარჩა კონკურსში?


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 12 ოქტომბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო შენობაში შეაღწია... გადაიხდიდით თუ არა ფულს იმაში, რომ თვითმფრინავის კატარსტროფის მონაწილე გახდეთ? მიხაილ ხოდორკოვსკი პოლიტიკაში ჩართვას აპირებს...

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.