ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანი ასადს ხვდება


ასადმა აშშ-ი მეამბოხეთა შეიარაღებასა და პოლიტიკურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა

გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი დამასკოსში ჩავიდა ბაშარ ალ ასადთან შესახვედრად. ერთი დღით ადრე კი გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სირიაში საერთშორისო სამშვიდობო ძალების სისხლისღვრის შესაწყვეტად მიმართულმა ძალისხმევამ კრახი განიცადა. კოფი ანანი 16 თვინი ძალადობის შეწვეტის გეგმის მთავარი ავტორი გახლდათ.

ამ ფონზე, სახელმწიფო მედია იუწყება, რომ სირიამ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები წამოიწყო ქვეყნის სანაპირო ზოლის გასწვრივ, რომელიც ზღვიდან შეტევის შეკავებისკენაა მიმართული.

გერმანიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ასადმა აშშ-ი მეამბოხეთა შეიარაღებასა და პოლიტიკურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG