ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვანდალიზმის კიდევ ერთი ფაქტი სირიაში


„ისლამურმა სახელმწიფომ“ კიდევ ერთი უძველესი ისტორიული ძეგლი დააზიანა. ქალაქ პალმირაში თითქმის 2 ათასი წლის წინ აშენებული ბელის ტაძრის დასანგრევად ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს.

სირიაში დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ კიდევ ერთი უძველესი ისტორიული ძეგლი დააზიანა. აქტივისტების ცნობით, ქალაქ პალმირაში თითქმის 2 ათასი წლის წინ აშენებული ბელის ტაძრის დასანგრევად, დაჯგუფების მებრძოლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს.

გასულ კვირას ისტორიულ ქალაქ პალმირაში მათ კიდევ ერთი უძველესი ტაძარი, ბაალ შამინი გაანადგურეს, შემდეგ კი ნანგრევებთან ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. ბელის ტაძრის დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ერთ-ერთი აქტივისტის ცნობით, მისგან მხოლოდ კედელია დარჩენილი. გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია იუნესკო მსგავს ქმედებას ომის დანაშაულად აფასებს.

XS
SM
MD
LG