პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2014

ახალი ამბები

რუსეთის ფლოტი სირიისკენ დაიძრა

პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთს „დემოკრატიის სარაკეტო ბომბის“ დამზადებაში დასდო ბრალი

x
ჯერ კიდევ შარშან, რუსეთის მთავრობა სირიის საკითხში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა. თუმცა, ახლა მოსკოვი სირიის ლიდერის ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად საბრძოლო გემებს გზავნის. რუსეთი ამ ნაბიჯით სირიის ქალაქ ტარტუსში თავის სამხედრო-საზღვაო ბაზასაც დაიცავს. მოსკოვიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ჯეიმს ბრუკი რუსულ-სირიული კავშირის შესახებ არკვევდა დეტალებს.

რუსულმა ფლოტილიამ ხმელთაშუაზღვისკენ კურსი სამშაბათს აიღო. აქ მოსკოვს სირიის ქალაქ ტარტუსში მცირე საზღვაო ბაზა აქვს. ჩრდილოეთის პორტ სევერომორსკიდან სირიისკენ ერთი ნაღმოსანი და სამი სადესანტო ხომალდი დაიძრა. უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში მდებარე რუსული ბაზიდან, სირიისკენ კურსი კიდევ ერთმა ნაღმოსანმა აიღო. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სირიისკენ დაძრულ რუსულ ფლოტილიას ბალტიის ზღვის ფლოტის გემებიც შეუერთდებიან. ამ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთს „დემოკრატიის სარაკეტო ბომბის“ დამზადებაში დასდო ბრალი. მოსკოვში შეკრებილი რუსი დიპლომატების წინაშე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი პოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად სიცრუეს იყენებს.

მისი თქმით, „ეს კარგად ჩანს ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციებიდან, დემოკრატიის სარაკეტო ბომბით ექსპორტისას და შიდა კონფლიქტებში ჩარევიდან, რომელიც არაბულ გაზაფხულის დროს განხორციელდა.“

პუტინმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და კრემლს ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის შეწყვეტა სთხოვეს.

ბასმა კოდმანი სირიის ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი ბიუროს წევრია. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ რუსეთი სირიას დემოკრატიული სისტემის შექმნაში უნდა დაეხმაროს. მისი თქმით, კრემლსაც და სირიის ოპოზიციასაც ქაოსის, ანარქიის და რელიგიური რადიკალიზმის ეშინიათ.

სირიის სათავეში ასადების მმართველობის 40 წლის მანძილზე, მოსკოვში ათასობით სირიელი სტუდენტი სწავლობდა, აქვე ქმნიდნენ ოჯახებს.

მანზერ მაჰოსი სირიის ეროვნული კომიტეტის წევრია. ის რუსულად საუბრობს.

„ჩვენ რუსეთს მეგობრად განვიხილავთ. ჯერ საბჭოთა კავშირმა და შემდეგ რუსეთმა ჩვენთვის ბევრი რამ გააკეთეს. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობას ვინარჩუნებთ და ამდენად რუსეთის გვერდით გაწევაზე საუბარი არ მიდის,“ - ამბობს მაჰოსი.

დღეს, სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდნენ. რუსი დიპლომატების თქმით, სირიის პრეზიდენტს რუსეთისთვის თავშესაფარი არ უთხოვია. მათი განცხადებით, რუსულ-სირიული ურთიერთობა არ ნიშნავს ასადის ოჯახის ხელისუფლებაში დარჩენას. მიუხედავად ამისა, რუსული საბრძოლო ხომალდები უკვე სირიისკენ მიეშურებიან, რაც არის სიგნალი დასავლეთისთვის, რომ მოსკოვი ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
კომენტარები არ არის. გთხოვთ, მოსაზრება პირველმა გამოთქვათ.

No records found for this widget:3211

Your JavaScript is turned off or you have an old version of Adobe's Flash Player. Get the latest Flash player.

ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 26 ოქტომბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ქართველმა მომღერლებმა ვაშინგტონში საქველმოქმედო საღამო გამართეს; პუტინის ყოფილი მრჩეველი რუსეთის ეკონომიკას აფასებს; ილუზიონისტი, რომელიც საკუთარ პროფესიას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად იყენებს...


ვიდეო ვაშინგტონი დღეს, 19 ოქტომბერი, 2014

დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ქარიშხალი, რომელმაც დედამიწაზე ელექტრო ენერგია შეიძლება 2 წლით გათიშოს - ვართ თუ არა მზად სოლარული სუპერსტორმისთვის; ნორვეგია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლების კონკურსს გაეთიშა. რომელი ორი კანდიდატი დარჩა კონკურსში?


ვიდეო ვაშინგტონი დღეს

ყოველკვირეული 15 წუთიანი ანალიტიკური პროგრამა, რომელშიც მოისმენთ ამერიკელი და ქართველი ექსპერტების ანალიზს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და გაეცნობით ამერიკაში მცხოვრები ცნობილი ქართველების ისტორიებს.

ინტერაქტივი

ჩამოტვირთეთ „ამერიკის ხმის“ უფასო აპლიკაცია მობილური ტელეფონის და ტაბლეტისთვის

 
Download mobile app for your Android device.
Download mobile app for your iPhone or iPad.