ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს


სირიის მთავრობის მაღალჩინოსანი „კატეგორიულად“ უარყოფს 4-წლიანი სამოქალაქო ომის დროს მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას.

„ჩვენ გვსურს კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ სირიაში კრიზისის დაწყებიდან დღემდე არასდროს, არც ერთი ოპერაციის თუ ინციდენტის დროს ქლორინი ან რაიმე სხვა ტოქსიკური ნივთიერება არ გამოგვიყენებია“, უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ფაისალ მეკდადმა „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას“.

ორგანიზაციაში სირია 2013 წელს გაწევრიანდა, მაშინ ქვეყანამ განაცხადა, რომ 1 300 ტონა ქიმიური იარაღის 99% მთავრობამ გაანადგურა. თუმცა ევროპის კავშირის ელჩმა დღეს დამასკო ჰააგაში, ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკრიტიკა და მთავრობა წინააღმდეგობრივი და არასრული ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ლუქსემბურგის წარმომადგენელმა ჯაცეკ ბილიცამ ეჭვის ქვეშ დააყენა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ მთელი არსენალის განადგურება.

სირიის ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საერთაშორისო წნეხი 2013 წელს მას შემდეგ გაძლიერდა, რაც დედაქალაქთან ახლოს ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. შეტაკებაში, რომელშიც მთავრობა და მეამბოხეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, ასობით ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG