ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანის სახელმწიფოები პირობას დებენ


თუ სუდანის ლიდერები პრობლემებს დროულად ვერ გადაჭრიან, გაეროს უსაფრთხოების საბჭო მათ სანქციებს დაუწესებს

სუდანის და სამხრეთ სუდანს პრეზიდენტები ადის აბებაში ერთმანეთს შეხვდნენ და მშვიდობიანი მოლაპარაკებების პირობა დადეს.

პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი და სალვა კიირი ერთმანეთს შაბათს სასტუმროში შეხვდნენ. ეს პირველი მშვიდობიანი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც აპრილში ორი ქვეყანა ნავთობის, საზღვრების და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

აფრიკის კავშირის სამიტის წარმოამდგენელთა განცხადებით, სუდანის სახელმწიფოების ლიდერებმა შეხვედრამდე აფრიკის კავშირის მშვიდობის და უსაფრთხოების საბჭოს წინაშე პირობა დადეს, რომ მოლაპარაკებებს მშვიდობიან ვითარებაში ჩაატარებდნენ.

თუ სუდანის ლიდერები პრობლემებს დროულად ვერ გადაჭრიან, გაეროს უსაფრთხოების საბჭო მათ სანქციებს დაუწესებს. საბოლოო ვადა 2 აგვისტოს ამოიწურება.

XS
SM
MD
LG